Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციზის გაზრდილი გადასახადები და ინფლაციის მოლოდინი


თბილისის ერთ-ერთი ბაზრობა
თბილისის ერთ-ერთი ბაზრობა

2017 წლის დადგომისთანავე საქართველოში ძალაში შევიდა მთავრობის გადაწყვეტილება აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ. ამ ცვლილებამ პირველი დღიდანვე ფასების ზრდა გამოიწვია არა მხოლოდ დასაბეგრ პროდუქციაზე, არამედ ბევრ სხვა საქონელსა და მომსახურებაზე.

საქართველოს „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, აქციზის გადასახადი გაიზარდა ე. წ. არაელასტიურ პროდუქციაზე, რომლის გაძვირების შემთხვევაში მოხმარება თითქმის არ იცვლება. ასეთებს შორის მთავარი ადგილი უჭირავს ნავთობპროდუქტებს, ავტომობილის საწვავ ბენზინს, დიზელსა და ავტოგაზს. ამ პროდუქციაზე აქციზის გადასახადი შემდეგნაირად გაიზარდა: ბენზინის შემთხვევაში ერთ ტონაზე აქციზი 250 ლარის ნაცვლად 500 ლარი გახდა, დიზელის საწვავზე გადასახადი 150-დან 400 ლარამდე გაიზარდა, ავტოგაზზე კი - 80-დან 200 ლარამდე (1000 კუბურ მეტრზე).

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG