2016 წლის ივლისში უძველესი სომხური ქალაქი ანისი (სომხურად - ანი), რომელიც დღეს აღმოსავლეთ თურქეთის ყარსის პროვინციაში მდებარეობს, იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩვენი ფოტოკორესპონდენტის ეს რეპორტაჟიც ცხადყოფს, თურქეთში სომხეთის კულტურულ მემკვიდრეობას დღეს საფრთხე ემუქრება.
ანისი - 1001 ეკლესიის ქალაქი
11
ბევრი საფლავის ქვა ამოტრიალებულია, არაერთი საფლავი - გაძარცვული.
12
ყარსი. გადმოცემის თანახმად, ამ სახლში ცხოვრობდა დიდი სომეხი პოეტი ეგიშე ჩარენცი (1897-1937).
13
ყარსის ტაძარი (მარჯვნივ, წინა პლანზე) 1915 წლამდე იქაური სომხების მთავარი სალოცავი იყო. 1993 წელს ის მეჩეთად გადააკეთეს.
14
ანისიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ეს ეკლესია ერთ დროს ბაგნაირის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი იყო.
15
წაქცეული ხაჩქარი (ანუ ქვაჯვარი) ბაგნაირის ყოფილი სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე.
16
კიზილ ქილისე, ანუ წითელი ეკლესია ანისიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზეა.
17
წითელ ეკლესიაში დღეს ქათმები ბინადრობენ.
18
ეკლესიასთან დაბმული კავკასიური ნაგაზი.
19
არარატის მთა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა, სომხეთის სახელმწიფო გერბს ამწვენებს.
20
სომხური ეკლესიის ნანგრევები სოფელ ოღუზლუში, ანისიდან 16 კილომეტრის მანძილზე.