2016 წლის ივლისში უძველესი სომხური ქალაქი ანისი (სომხურად - ანი), რომელიც დღეს აღმოსავლეთ თურქეთის ყარსის პროვინციაში მდებარეობს, იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩვენი ფოტოკორესპონდენტის ეს რეპორტაჟიც ცხადყოფს, თურქეთში სომხეთის კულტურულ მემკვიდრეობას დღეს საფრთხე ემუქრება.
ანისი - 1001 ეკლესიის ქალაქი
1
ანისი გაშენებული იყო მდინარე ახურიანის ხეობაში მდებარე სამკუთხედის ფორმის მაღლობზე, რომელიც უზრუნველყოფდა მის ბუნებრივ დაცვას. ანისს "1001 ეკლესიის ქალაქს" უწოდებდნენ.
2
ანისის ტაძრის ნანგრევები.
3
ანისის წმიდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარი.
4
კიზკალეს ეკლესია სომხეთისა (მარცხნივ) და თურქეთის საზღვარზე.
5
ძველი აბრა, რომლის თანახმადაც, ანისის ნაწილი სამხედრო ზონად არის გამოცხადებული. დღეს ეს ტერიტორია დემილიტარიზებულია, თუმცა ძველი ანისის ნაწილი მაინც დახურულია მნახველისთვის.
6
ხეობა, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს სომხეთსა და თურქეთს.
7
ანისის ტიგრან ჰონენცის ეკლესია. შორის, მარჯვნივ, მოჩანს სომხეთის სასაზღვრო საგუშაგო. 1993 წლიდან მოყოლებული თურქეთ-სომხეთის საზღვარი დაკეტილია.
8
ტიგრან ჰონენცის ეკლესიის არაერთი ფრესკა განადგურებულ იქნა.
9
ჰორიზონტზე სომხეთია.
10
ყარსის სომხური სასაფლაო სავალალო მდგომარეობაშია.