Accessibility links

100-ქულიანი ჯარიმები და უჩინარი ღერძულა ხაზები


მოწესრიგებული საგზაო მონიშვნები (მკაფიო ღერძულა ხაზები თუ ე.წ. ზებრა გადასასვლელები) ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, თუმცა ამ საკითხის მნიშვნელობა ნაკლები არც 100-ქულიანი საჯარიმო სისტემის ჭრილშია. 1 ივლისის, ანუ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობებზე დარიცხული ქულების სისტემა ამოქმედდა, ათობით ათასი მძღოლი დაჯარიმდა და მათ შორის, მაგალითად, ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამოც. რა ხდება მაშინ, როცა საგზაო მონიშვნები ან საერთოდ არ ჩანს, ანდა არასათანადოდ აღიქმება? სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არსებობს მძღოლების უსამართლოდ დაჯარიმების რისკი, რის შემდეგაც მათ გასაჩივრების არჩევანიღა რჩებათ. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განმარტებით, მონიშვნების განახლების პერმანენტული და მასშტაბური პროცესის შეფერხებას არაერთი ობიექტური მიზეზი აქვს. სახელდება ამინდის ფაქტორიც. პარალელურად, მიმდინარეობს საგზაო მონიშვნების უფრო მდგრადი და გამძლე მასალებით დატანის პროცესი, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG