Accessibility links

საქართველოს ავიაბიზნესის მზარდი სტატისტიკის მიზეზები


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

საქართველოს ავიაბიზნესი შთამბეჭდავად იზრდება - ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა სტატისტიკა, რომელიც მიმდინარე წლის პირველი 3 თვის ტენდენციებს ასახავს. ირკვევა, რომ ჯერ კიდევ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე საქართველოს აეროპორტებმა, შარშანდელთან შედარებით, თითქმის 44 პროცენტით მეტი მგზავრი მიიღეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები მოემსახურნენ 621 828 მგზავრს, რაც 43.62 %-ით (188 869 მგზავრი) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს (432 959 მგზავრი). მგზავრთნაკადის ზრდა აღინიშნა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: მხოლოდ 3 თვის განმავლობაში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 528 ათას (145) მგზავრს მოემსახურა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მონაცემი 373 ათას (812) მგზავრს შეადგენდა. შესაბამისად, მატებამ 41.29 % შეადგინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG