„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საჯარო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესს აკრიტიკებს. კვლევის მიხედვით, რომელიც 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისამდე პერიოდს მოიცავს, პარლამენტმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მთავრობის კანცელარიამ, ყველა სამინისტრომ და ხუთი უდიდესი ქალაქის თვითმმართველობებმა დაახლოებით 2 ათას ავტომობილში 90 მილიონი ლარი გადაიხადეს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელთა თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა ყოველგვარი სამართლებრივი აქტის გარეშე ხდება. რა საჭიროების გამო იძენენ სახელმწიფო უწყებები ავტომობილებს?
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ მიღებული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებოდა ავტოსანტრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა, ავტოპარკის განახლების წესი და პერიოდულობა. შესაბამისად, როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, არსებული პრაქტიკა სერიოზულ ეჭვს ბადებს ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით:
„ხშირ შემთხვევაში ეს არამიზნობრიობა კონკრეტული მაგალითებით დასტურდება. მაგალითად, რუსთავის თვითმმართველობას შესყიდული აქვს ავტომანქანა, რომელიც ღირს 170 ათასი ლარი. არ ვამბობ იმას, რომ მინისტრებმა და სხვა ჩინოვნიკებმა მაინცდამაინც ჟიგულებით უნდა იარონ, მაგრამ ის, რომ ამ საკითხს შესაბამისი რეგულაცია სჭირდება და ამხელა თანხის გადახდას სჯობია, რომ ნაკლები თანხა დახარჯონ და უფრო ეკონომიურად დაიხარჯოს ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტი, ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს“.
კახა კოჟორიძის თქმით, კვლევაში შესყიდვისათვის დახარჯული თანხით გამორჩეული ადგილი უკავია შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ყველაზე ძვირი ათი ავტომობილიდან ექვსი 2013 წლის მაისში შეიძინა, თუმცა ყველაზე ძვირი, 110 ათას ევროდ ღირებული ავტომობილი 2012 წლის ივლისში იქნა ნაყიდი. პროექტის კოორდინატორის სულხან სალაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამორჩეულია ავტომობილების საჩუქრად მიღების თვალსაზრისითაც:
„რატომღაც ხდებოდა ისე, რომ ადამიანები სახელმწიფოს ავტომობილებს ჩუქნიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალებით. ჩვენ დეტალურად გვაქვს გაანალიზებული, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და, თუ სიას დააკვირდება დაინტერესებული პირი, აღმოაჩენს, რომ ერთი და იგივე ადამიანები წლების განმავლობაში გადასცემდნენ ავტომობილებს ჩუქების სახით. ბენებრივია, შეიძლება ერთხელ ეჩუქებინა, მაგრამ რა ინტერესი უნდა ყოფილიყო, რომ ყოველწლიურად 3,4 და 5 საკმაოდ ძვირად ღირებული ავტომობილები, რომელთა ღირებულება აღემატებოდა ასი ათას ლარს, გადაეცა შსს-თვის?“
სულ, სულხან სალაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჩუქრის სახით 87 ავტომობილი მიიღო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ამ განცხადების პასუხად, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ ასეთი რამ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ხდებოდა. რაც შეეხება ძვირად ღირებული ავტომობილების შეძენას მიმდინარე წლის მაისში, ამასთან დაკავშირებით ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ ეს არის „ბრონირებული“ მანქანები დაცვის პოლიციისათვის, ანუ საინკასაციო მანქანებია, რომლებიც ნაყიდია განვადებით „საქართველოს ბანკისგან“.
რადიო თავისუფლება რუსთავის თვითმმართველობის მიერ ყველაზე ძვირი - 160 ათას ლარად ღირებული - ავტომობილის შეძენის საჭიროებითაც დაინტერესდა. რუსთავის საკრებულოს წევრი უტა ლიპარტია ვერ იხსენებს ძვირად ღირებული ტრანსპორტის შეძენის ფაქტს, გარდა ერთისა.
„ერთადერთი ძვირად ღირებული მანქანის შეძენაზე თანხმობა საკრებულომ განაცხადა სპეცტექნიკის შეძენაზე, რომელიც სჭირდებოდა რუსთავის ნაგავსაყრელს. დანარჩენი კონკრეტული პირისათვის ავტომობილის შეძენაზე საკრებულოს თანხმობა არ მიუცია“, - უთხრა უტა ლიპარტიამ რადიო თავისუფლებას.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კრიტიკასა და შენიშვნებს დიდწილად იზიარებს მთავრობა, რომლის გადაწყვეტილებითაც, ორიოდე დღის წინ შეიქმნა სამსახურებრივი ავტომანქანების სახელმწიფო შესყიდვის საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია. ირაკლი ქარსელაძე, ამ კომისიის თავმჯდომარე და მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ამბობს, რომ კომისია ავტომანქანების შესყიდვის წესს, ასევე თანამდებობებს და მათთვის შესაბამის ავტომობილებს წლის ბოლომდე განსაზღვრავს, მანამდე კი სახელმწიფო დაწესებულებები მინიმუმადე შეამცირებენ ავტომობილების შეძენას:
„ფაქტი ის არის, რომ 2012 წლის ნოემბრიდან, მაგალითად, მთავრობის კანცელარიას არც ერთი სატრანსპორტო საშუალება არ შეუსყიდია. პირიქით, მოხდა არსებულის ოპტიმიზაცია და ის ძვირად ღირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რაც ირიცხებოდა მთავრობის კანცელარიის ბალანსზე, იქნა გადაცემული ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის და ამჟამად კანცელარია ოპერირებს არაძვირადღირებული ავტომობილების პარკით“.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, კომისიის მუშაობის შედეგი იქნება ის, რომ თანამდებობის მიხედვით განისაზღვრება ავტომანქანების ტიპი და კლასი, ასევე ის საკითხი, რომელი თანამდებობის პირებს როგორი ავტომობილი ეკუთვნის. ასევე განიზაღვრება რა წესით მოხდება ავტომობილების შესყიდვა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

2012 წლის ნოემბრიდან, მაგალითად, მთავრობის კანცელარიას არც ერთი სატრანსპორტო საშუალება არ შეუსყიდია. პირიქით, მოხდა არსებულის ოპტიმიზაცია და ის ძვირად ღირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რაც ირიცხებოდა მთავრობის კანცელარიის ბალანსზე, იქნა გადაცემული ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის...ირაკლი ქარსელაძე