Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის ახალი ცხოვრება


კალა-უბანში, ჩახრუხაძის ქუჩის 17 ნომერში, ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმი 1982 წლიდან არსებობს, თუმცა წელს, პოეტის დაბადებიდან ზუსტად 200 წლისთავზე, მისი მთავარი დარბაზი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებით გაცოცხლდება. ეს იქნება სივრცე, რომელიც, ერთდროულად, საიმედოდ შეინახავს, მაგრამ, ამავე დროს, გაავრცელებს კიდეც ძვირფას მემკვიდრეობას. თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ახლახან დაასრულა. საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება გამოყენებული თანამედროვე მუზეუმებისათვის დამახასიათებელი შემოქმედებითი ინდუსტრია და 3D ანიმაცია. მუზეუმის კარი დამთვალიერებლისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეს, 4 დეკემბერს, გაიღება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG