გაზეთი „ბათუმელების“ რედაქციამ 2017 წლიდან შეწყვიტა გაზეთის ბეჭდური ვერსიის გამოცემა და მის ნაცვლად მალე ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოშვებას გეგმავს. რედაქტორ ეთერ თურაძის განცხადებით, ჟურნალი ყოველთვიური იქნება და თავს მოუყრის ანალიტიკურ და ჟურნალისტური გამოძიების მასალებს.