2014 წლის 9 ნოემბერს შესრულდება 25 წელი იმ დღიდან, როცა ოფიციალურად გამოცხადდა გადაწყვეტილება ორ გერმანიას შორის საზღვრის გახსნის შესახებ, რასაც ბერლინის კედლის დანგრევა მოჰყვა. ამ კედლის აღმართვა დაიწყო 1961 წლის 13 აგვისტოს, როცა გდრ-ის სახალხო არმიის მოსამსახურეები ბრანდენბურგის ჭიშკრის მახლობლად განლაგდნენ და აღკვეთეს მიმოსვლა ქალაქის დასავლეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის. როცა კედლის მშენებლობა დასრულდა, მისმა სიგრძემ ბერლინის გარშემო 155 კილომეტრი შეადგინა. არსებობის 28 წლის მანძილზე გდრ-ის მესაზღვრეებმა თუ ავტომატურმა ცეცხლსასროლმა დანადგარებმა კედლის გადალახვის მრავალი მოსურნე გამოასალმეს სიცოცხლეს. 1989 წლის 9 ნოემბერს გდრ-ის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ორ გერმანიას შორის მოქმედი საზღვრის გახსნის შესახებ, რაც ბერლინის კედლის ნგრევასაც ნიშნავდა. ამ მოვლენამ დასაბამი დაუდო კომუნიზმის ნგრევას საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში.
ბერლინის კედელი: აღმართვიდან ნგრევამდე
11
1989 წლის 9 ნოემბერი. შლაგბაუმი გაიხსნა.
12
1989 წლის 10 ნოემბერი. ასე ეგებებოდნენ ერთმანეთს აღმოსავლეთბერლინელები და დასავლეთბერლინელები.
13
1989 წლის 11 ნოემბერი, ბავარიის ავტობანი A9. გდრ-იდან დასავლეთისკენ მიმავალი "ტრაბანტის" მარკის ავტომანქანები რუდოლფშტაინის ყოფილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან.
14
1989 წლის 11 ნოემბერი. პოტსდამის მოედნის მახლობლად გდრ-ის არმიის ჯარისკაცები და პოლიციელები ცდილობენ, დააკავონ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადასვლის მოსურნენი.
15
1989 წლის 12 ნოემბერი, ბერლინის პოტსდამის მლედანი. გდრ-ის ბულდოზერმა და ამწემ ერთად დაანგრიეს კედლის ერთი სექტორი, სადაც ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მოწყობა იგეგმებოდა.