Accessibility links

ელეონორა უგულავას რვაშვილიანი ოჯახი ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, რომელთაც ახალი წელი საკუთარ ჭერქვეშ გაუთენდათ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, იმ ოჯახებს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობენ სახელმწიფოს კუთვნილ ფართებში, დაკავებული ფართები კერძო საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცემათ. ელეონორა უგულავას მრავალშვილიანი ოჯახი 2003 წლის მიწისძვრით დაზარალებულთათვის შექმნილი ფონდის მიერ შეძენილ ბინაში თვითნებურად შევიდა. ბინიდან იგი არ გამოუსახლებიათ, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ბინის კერძო საკუთრებაში გადაცემისათვის ბრძოლის 15 წლის მანძილზე ზემდგომი ინსტანციების თანადგომა დაპირებებს არ გასცდენია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG