ავტორი: თენგო ხუხუა
საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ პოლიტიკურ პარტიებს ესაჭიროებათ ფინანსები მათი შემდგომი აქტივობებისთვის, შესაბამისად ისინი არ ზოგავენ მთელ ნიჭსა და ენერგიას საჭირო თანხების მოსაგროვებლად. ფინანსების არსებობა აუცილებელი პირობაა მათი კონკურენტუნარიანობისთვის, ვინაიდან ვის ხელშიცაა ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი, წარმატებაც მისი ხვედრია. თანხების მოზიდვის საუკეთესო ალტერნატივა მცირე დროში და მაღალი სარგებლით, შესაძლებელია ბიზნეს სექტორიდან. ამიტომაც არავისთვისაა გასაკვირი პოლიტიკის და ბიზნესის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი, რადგანაც ისინი პირდაპირპროპორციულად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი. გავეცნოთ, რამდენადაა დაკავშირებული ბიზნეს სექტორი და პოლიტიური პარტიები საქართველოში.
თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში პარტიების მხარდაჭერა ბიზნეს სექტორის მხრიდან, ყველასათვის ნაცნობი მოვლენაა. ბიზნეს წარმომადგენლებს თავიანთი ინტერესები გააჩნიათ, შესაბამისად მათთვის მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ დაიკავებს ხელისუფლების სათავეებს, როგორ წარმართავს შემდგომ პოლიტიკას და რამდენა მისაღებია ცვლილებები მათთვის. საქართველოში წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესი განიცდიდა ზეწოლას სახელმწიფოს მხრიდა. ხშირი იყო შემთხვევები ბიზნესის უკანონოდ ჩამორთმევისა. იმ შემთხვევაში თუ კომპანიის ხელმძღვანელი არ შეასრულებდა ხელისუფლების მოთხოვნებს, მას ცრუ ბრალდებით დააპატიმრებდნენ. ბიზნეს ხელმძღვანელებს აიძულებდნენ დაეფინანსებინათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მართალია, როგორც წესი, ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა იმ პარტიისკენაა მიმართული, რომელიც ხელისუფლების სათავეში იმყოფება, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში მათ აქვთ არჩევანის საშუალება, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ამ პერიოდში არსებული წნეხი სხვა ფაქტორებზე გვაფიქრებინებს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მონაცემებით , ენმ-ის შემოწირულობამ 11 მლნ. ლარს გადააჭარბა და უმეტესი წილი სწორედ ბიზნეს სექტორიდან მოდიოდა. ამავე მონაცემებით 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრის ჩათვლით პარტიის შემოწირულობა მკვეთრად დაეცა და შეადგენდა 16 800 ლარს.
ხელისუფლების ცვლილებისთანავე ძალთა ბალანსი შეიცვალა. ბიზნეს სექტორი განთავიუფლდა ზეწოლისგან. ბიზნესმენები არ იყვნენ იძულებულნი დაეფინანსებინათ არასასურველი პარტიები. მათ მიეცათ არჩევანის თავისუფლება . ამ გარემოებამ ენმ ფინანსური პრობლემის წინაშე წარმოშვა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ დამატებითი ფინანსური მხარდამჭერები გამოუჩნდნენ. შემდგომმა არჩევნებმა ცხადყო, რომ ფინანსური ძალაუფლება სახელისუფლებო პარტიის ხელში გადაინაცვლა, რითაც არაკონკურენტული გარემო შეიქმნა და ფინანსურად სუსტმა პარტიებმა ვერ შეძლეს ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება, რადგანაც მათი პრობლემიდან გამომდინარე ვერ მოახერხეს პარტიული პროგრამების საზოგადოებისთის გაცნობა. „ საერთაშირისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით 2017 წლის პარტიათა შემოწირულობამ 15 მლნ. ლარზე მეტი შეადგინა, რომლის 91% პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რაც ათჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულობას.
2011 წლიდან პარტიათა დაფინანსებაში რამოდენიმე ცვლილება შევიდა. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად იურიდიულ პირებს აეკრძალთ პარტიების დაფინანსება, თუმცა მალევე ეს ცვლილება გაუქმდა. 2013 წლიდან ,ამ მხრივ, გარკვეული რეგულაციები შევიდა და იურიდიულ პირებს განესაზღვრათ თანხის წლიური საერთო ოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. ასევე შემომწირველი იურიდიული პირი უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მისი პარტნიორები და საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ. ფიზიკური პირებისგან შემოწირული თანხის საერთო ოდენობა განისაზღვრა არაუმეტეს 60 000 ლარი წელიწადში.
რა რისკს შეიცავს ბიზნეს სექტორის მხრიდან პარტიის დაფინანსება?
ბიზნესის მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი მოგების მიღებაა. როდესაც ბიზნეს წარმომდგენლები აფინანსებენ პარტიებს მათ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ, ამიტომაც ისინი აქცენტირდებიან დომინანტ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც როგორც წერსი, ქვეყნის სათავეშია. თუ სახელისუფლებო პარტია ვერ განახორციელებს ბიზნეს სექტორისთვის სასურველ ცვლილებებს ის მალევე დაკარგავს მხარდაჭერას და ფინანსები სხვა ძალებთან გადაინაცვლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე პარტიები ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ და გადადგან ისეთი ნაბიჯიც კი, რაც არასასურველი აღმოჩნდეს საზოგადოებისთის. ასევე ის კომპანია, რომელიც სახელისუფლებო პარტიას აფინანსებს, შესაძლებელია პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს და გარკვეული შეღავათებითაც ისარგებლოს, რაც არაკონკურენტულ გარემოს შექმნის სხვა ბიზნეს წარმომადგენლებსთის; ასეთ შემთხვევებში მოსალოდნელია ბაზრზე მონოპოლიზაციაც; პარტიები დამოკიდებულნი ხდებიან ბიზნესმენებზე და მეტად კომპრომისულები ხდებიან. წინა პლანზეა არა იმდენად საზოგადოების ინტერესები, რამდენადაც ბიზნეს სექტორის. ფინანსური შემოწირლობა მთლიანად მმართველ პარტიაზე გადადის (საქართველოს მაგალითზე), რითაც ირღვევა თანასწორობის პრინციპი სხვა პარტიებთან მიმართებაში.
პარტიების დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო, როგორც აღვნიშნეთ, ბიზნეს სექტორია, რომელიც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკისთვის უჩვეულო სულაც არაა. საქართველოს შემთხვევაშიც ბიზნეს წარმომადგენლობა პარტიების ფინანსური მხადაჭერის მთავარი გარანტია. განვლილ წლებში ბიზნესმენები მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მათ იძულებით უხდებოდათ მმართველი პარტიის ფინანსური მხარდაჭერა. პოლიტიკური ამინდის ცვლილების შედეგად მათ მიეცათ არჩევანის თავისუფლება და ამჟამინდელმა პარტიამ მოიპოვა მათი მხარდაჭერა. არსებულმა მონაცემებმა ცხადყო, რომ აბსოლუტური ფინანსური ძალაუფლება ერთი პარტიის ხელშია, შესაბამისად არჩევნებში სასურველი შედეგის მიღწევის მაღალი შანსი აქვთ. განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ბიზნეს სექტორის მხრიდან პარტიების დაფინანსება გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგალითად: კონკურენციის საკითხში, მმართველი პარტიის მხარდამჭერი ბიზნეს წამომადგენლისთვის სასურველი შეღავათებით სარგებლობა სხვებთან შედარებით, მათი პრივილეგირებულობა, პარტიის ფინანსური დამოკიდებულება მათადმი და სხვა. მნიშვნელოვანია პარტიამ არ დაივიწყოს მთავარი, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია და უპირველესად მათი ინტერესები უნდა იყოს პრიორიტეტული ხოლო შემდგომ სხვა დანარჩენი.