ამ ფოტოგალერეაში იხილავთ XXXI ოლიმპიური თამაშების მეოთხე დღეს, 9 აგვისტოს, გამართული ასპარეზობების საინტერესო და დასამახსოვრებელ მომენტებს.
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეოთხე
11
ბრაზილიის უშიშროების ძალების თანამშრომელი ნიჩბოსანთა შეჯიბრების დროს.
12
ჩინეთის წყალბურთელ ქალთა ნაკრების წევრები უნგრეთის ეროვნულ გუნდთან მატჩის დაწყებამდე.
13
ბრაზილიელები ტემპერამენტიანად ქომაგობენ თავიანთი ქვეყნის ფრენბურთელ ვაჟთა ნაკრებს, რომელიც კანადის ეროვნულ გუნდს ხვდება.
14
პარალიზებული ირანელი მშვილდოსანი და თავისი ქვეყნის ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ზაჰრა ნემათი, რომელიც რუსეთის წარმომადგენელ ინა სტეპანოვასთან დამარცხდა.
15
81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ტურნირის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრმა ხასან ხალმურზაევმა (მარცხნივ) ამერიკელ ტრევის სტივენსს სძლია. ნახევარფინალში სტივენსმა საქართველოს ნაკრების ლიდერი, ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა.
16
თურქი ძიუდოისტი ქალის, ბუსრა ქათიფოღლუს ფეხს ოლიმპიური სვირინგი ამშვენებს.
17
აკადემიურ ნიჩბოსნობაში ერთადგილიანი ნავებით ასპარეზობის მეოთხედფინალური გაცურვა.