ამ ფოტოგალერეაში იხილავთ XXXI ოლიმპიური თამაშების მეოთხე დღეს, 9 აგვისტოს, გამართული ასპარეზობების საინტერესო და დასამახსოვრებელ მომენტებს.
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეოთხე
1
რიო-დე-ჟანეიროს თამაშების ერთ-ერთი სენსაციის ავტორი, უკრაინელი ჩოგბურთელი ელინა სვიტოლინა, რომელმაც დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი და ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი სერენა უილიამსი (აშშ).
2
დაშნით მოფარიკავე ვაჟთა ორთაბრძოლა. ერთმანეთს ხვდებიან ჩინელი ძიაო იუნლონგი (მარცხნივ) და უკრაინელი ბოგდან ნიკიშინი.
3
რამდენიმე წამიც და კატინკა ჰოშსუ პირველი აღმოჩნდება კომპლექსურ ცურვაში 200-მეტრიანი დისტანციის ფინიშთან. მიმდინარე ოლიმპიადაზე ეს უნგრელი მოცურავის მესამე ოქროს მედალია. მანამდე მან ყველას აჯობა 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვასა და 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში.
4
ამერიკელმა მაიკლ ფელპსმა 21-მდე გაზარდა ოლიმპიადებზე მოპოვებული ოქროს მედლების რიცხვი. ეს სურათი გადაღებულია მას შემდეგ, რაც მან ყველას აჯობა ბატერფლაის სტილით 200-მეტრიან დისტანციაზე. ფელპსი თავის პატარა ვაჟს, ბუმერს "ესაუბრება". იქვეა ბიჭის დედა, ნიკოლ ჯონსონი.
5
საცხენოსნო სამჭიდში გამარჯვებული ცხენი A Little Romance-ი, რომელსაც კანადელი ჯესიკა ფენიქსი მართავდა.
6
საცხენოსნო სამჭიდში ოლიმპიური ასპარეზობის ერთი ეპიზოდი.
7
ყირგიზი ძალოსანი იზატ არტიკოვი, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 69 კგ-მდე წონით კატეგორიაში.
8
63 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძალოსან ქალთა შეჯიბრების "ბრინჯაოს" პრიზიორი კარინა გორიჩევა (ყაზახეთი).
9
ოლიმპიური ჩემპიონის, აშშ-ის ტანმოვარჯიშე ქალთა ნაკრების წევრი გაბრიელ დუგლასი ორძელზე ასპარეზობისას.
10
აშშ-ის ტანმოვარჯიშე ქალთა ნაკრები გამარჯვებას ზეიმობს.