Accessibility links

ბუნებრივი ღვინის ფესტივალი პირველად ქუთაისში


ღვინის ფესტივალი ქუთაისში

ბუნებრივი ღვინის რეგიონალური ფესტივალი, სახელწოდებით „ამერ-იმერი“, ქუთაისში პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ბუნებრივი ღვინის 50-მდე მწარმოებელმა.

please wait

No media source currently available

0:00 0:02:42 0:00

ფესტივალის ორგანიზატორ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წარმომადგენლების განცხადებით, ქართული ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მცირე მარნების პოპულარიზაციისთვის ღვინის ფესტივალი სხვადასხვა რეგიონში გაიმართება და საერთაშორისო ღონისძიებით თბილისში დასრულდება. ფესტივალის დირექტორის, იაგო ბიტარიშვილის, განცხადებით, ღონისძიება შესაძლებლობას აძლევს ბიოლოგიურად სუფთა ღვინის მწარმოებელ მცირე მარნების მფლობელებსა და მეღვინეებს გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს და პირადად გაეცნონ პოტენციურ მყიდველებს:

ღვინის ფესტივალი ქუთაისში
ღვინის ფესტივალი ქუთაისში

„მონაწილეები მრავლად არიან. ეს ნიშნავს, რომ ფესტივალი შედგა და გახდება ტრადიცია. შემდეგი ფესტივალი შედგება ქართლში, შემდეგ გურიაში, რაჭაში და სამეგრელოში. დასკვნითი ფესტივალი იქნება თბილისში, რომელიც ჩატარდება მაისის მეორე პარასკევს ყოველთვის და ის იქნება საერთაშორისო მასშტაბის, ხოლო ეს რეგიონული ფესტივალები იქნება ადგილობრივი მასშტაბის, რაც რეგიონების გაცოცხლებას შეუწყობს ხელს“.

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დამფუძნებლის, სოლიკო ცაიშვილის, ინფორმაციით, ქუთაისში გამართულ ღვინის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ღვინის 50-მდე მწარმოებელმა, რომლებიც ასოციაციის წევრები არიან:

ღვინის ფესტივალი ქუთაისში
ღვინის ფესტივალი ქუთაისში

„ბუნებრივი ღვინო მიიღება ვენახის სისუფთავით და მარანში ყოველგვარი ჩარევის გარეშე, გარდა ადამიანისა. მასში არაფერი არ უნდა იყოს დამატებული ან გამოკლებული“.

ფესტივალის მონაწილის, ღვინის მწარმოებელი კომპანია „ხოხბის ცრემლების“ დამფუძნებლის, ოთარ შარაშენიძის, განცხადებით, ფესტივალი მეღვინეებს მოტივაციას აუმაღლებს და ბუნებრივი პროდუქტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ოთარ შარაშენიძის დაკვირვებით, ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ბუნებრივი ღვინის მომხმარებლების და, ასევე, მწარმოებელთა რიცხვი:

ბუნებრივი ღვინო მიიღება ვენახის სისუფთავით და მარანში ყოველგვარი ჩარევის გარეშე, გარდა ადამიანისა. მასში არაფერი არ უნდა იყოს დამატებული ან გამოკლებული...
სოლიკო ცაიშვილი

„2012 წელს თუ იყო, დაახლოებით, 15 მეღვინე, რომელიც ბუნებრივ ღვინოს ამზადებდა, დღეს უკვე 70-ს სცილდება მათი რიცხვი, რაც ნიშნავს, რომ პოპულარობა მოიპოვა დარგმა და ნელ–ნელა ვითარდება. მსგავსი ფესტივალები, ზოგადად, რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს, მეტ მოტივაციას მისცემს მეღვინეებს, რომ ბუნებრივი ღვინო აწარმოონ და ასეთი სახით გააცნონ მსოფლიოს ქართული ღვინო“.

ფესტივალის მონაწილე მეღვინეებმა სტუმრებს შესთავაზეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოყვანილი ყურძნის უნიკალური ჯიშებისგან დამზადებული თეთრი და წითელი, მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინო. იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, იოსებ ხახალეიშვილის, განცხადებით, ქართული ღვინის კულტურა იმითაა შესანიშნავი, რომ რეგიონებში დღემდე შესაძლებელია ახალი არომატისა და გემოვნური თვისებების მქონე არაერთი ღვინის აღმოჩენა, რაც არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც ძვირად ფასობს:

ღვინის ფესტივალი ქუთაისში
ღვინის ფესტივალი ქუთაისში

„ძალიან ბევრი ახლებური გემო აღმოვაჩინეთ, რადგან არ შეიძლება ქართულ ღვინოებს ჰქონდეთ სტანდარტული და ერთი და იგივე გემო“.

ქუთაისში გამართული ღვინის ფესტივალის ორგანიზატორები ბუნებრივი ღვინის პოპულარიზაციისა და მეწარმეების დაინტერესებისთვის აპირებენ ფესტივალი რეგიონებში ტრადიციულად აქციონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG