Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარწერები ძეგლებზე და გათხრილი სამარხები - ერთ წელიწადში დაზიანებული 19 ძეგლი


დაზიანებული სარკმელი, ანანურის ღვთისმშობლის ეკლესია
დაზიანებული სარკმელი, ანანურის ღვთისმშობლის ეკლესია

„ნინოს+ლუკა“ ან „აქ იყო მამუკა“ - ასეთი და უფრო მრავალშინაარსიანი წარწერების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ამოკაწვრა -როგორც ქართულად, ისე სხვა ენებზე - ისევ გრძელდება. ისეთიც ბევრია, ვინც განძისმაძიებლობას გადაწყვეტს ხოლმე და არქიტექტურული ძეგლის თვითნებურად გათხრას იწყებს, რომ აღარაფერი ვთქვათ გამორჩეული შენობების დემონტაჟზე. „აი, ფაქტმა“, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაავრცელა ამბავი, რომ 2017 წელს ძეგლების დაზიანების 19 ფაქტი გამოვლინდა.

ვინ და რას აზიანებს ყველაზე ხშირად და აგებს თუ არა ვინმე პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის?

წარწერები ძეგლებზე და გათხრილი სამარხები - ერთ წელიწადში დაზიანებული 19 ძეგლი

საჩხერეში, ჭალოვანის თემში, არქეოლოგიურ ობიექტზე სამარხი გათხარეს.

ახალქალაქის რაიონში, სოფელ დადეშში, მე-9-მე-10 საუკუნის ეკლესიას უნებართვოდ ჩაუტარდა გარკვეული სამუშაოები, რის გამოც მანაც დაკარგა აუთენტურობა.

კახეთში ჩაილურის ციხის გალავანზე ვიღაცამ სტენსილი დახატა.

პანკისის ხეობაში ერთ-ერთი სოფლის არქეოლოგიურ ობიექტზე, როგორც ჩანს, განძმაძიებლობის მიზნით მივიდნენ და ეკლესიის შიდა ნაწილი გათხარეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის სპეციალისტმა დიმიტრი მაჭავარიანმა გვითხრა, რომ მათ სამსახურში ინფორმაციის მიღებისთანავე საქმეში სამართალდამცავ სტრუქტურებს რთავენ. ამჟამადაც, როგორც ირკვევა, 19-ვე ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი საქმე არ დასრულებულა და, შესაბამისად, არც არავინ დასჯილა.

რაც შეეხება დაზიანებული ძეგლების ჩამონათვალს, მაგალითად, ბათუმში, ვაჟა ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა უნებართვოდ დაანგრიეს. სისხლის სამართლის გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ შენობას აღარაფერი ეშველება. წალკაში არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - დარაქოის ანტიკური ნამოსახლარი, სადაც რამდენიმე სამარხი დაზიანდა. მცხეთაში მცირე ჯვრის მონასტრის კედლებზე ახალი ფრაზები მიაჩხაპნეს. ქვემო ქართლში, უკანა დაღეთის ეკლესიაში, რომელიც ასევე ძეგლია, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა შიდა ინტერიერი თვითნებურად გალესეს და შეღებეს, ასწიეს საკურთხეველი და, ფაქტობრივად, ძეგლს თავისი სახე დაუკარგეს.

საჩხერეში, ჭალოვანის თემში, არქეოლოგიურ ობიექტზე სამარხი გათხარეს. ახალქალაქის რაიონში, სოფელ დადეშში, მე-9-მე-10 საუკუნის ეკლესიას უნებართვოდ ჩაუტარდა გარკვეული სამუშაოები, რის გამოც მანაც დაკარგა აუთენტურობა. კახეთში ჩაილურის ციხის გალავანზე ვიღაცამ სტენსილი დახატა. პანკისის ხეობაში ერთ-ერთი სოფლის არქეოლოგიურ ობიექტზე, როგორც ჩანს, განძმაძიებლობის მიზნით მივიდნენ და ეკლესიის შიდა ნაწილი გათხარეს. ომალოში, რომელიც მთლიანად ძეგლია, რომელიღაც პირმა თვითნებურად დაიწყო სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა და ა.შ.

დიმიტრი მაჭავარიანმა გვითხრა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ნებისნიერი სახის შეხების შემთხვევაში, ყოველი ნაბიჯი კულტურული დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან უნდა თანხმდებოდეს, თუმცა, როგორც ზემოთაც ვნახეთ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა თუ, უბრალოდ, ჩამვლელი ძეგლს აზიანებს. ამ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG