Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მშვიდობა ჩვენი საერთო ინტერესია“


მიშა ჯახუა
მიშა ჯახუა

გრძელდება საუბარი აფხაზეთში ომის თემაზე. გადაცემის რესპონდენტი აფხაზი კაცია, რომელიც ომში მონაწილეობდა და მოგვითხრობს ომამდელ ვითარებაზეც - იმაზე, თუ რა გახდა მისთვის ომში წასვლის მიზეზი და იმაზეც, თუ როგორ არ ავიწყებს თავს ომი 25 წლის შემდეგ და რატომ აქვს ომის განმეორების შიში.

„მშვიდობა ჩვენი საერთო ინტერესია“
please wait

No media source currently available

0:00 0:24:25 0:00
გადმოწერა

როგორ ჩანს სოხუმიდან კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზები, რა პრობლემები აწუხებთ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მკვიდრთ, როგორია ცხოვრება იზოლაციაში - ამ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები.

დალილა ფილია
დალილა ფილია

ჩვენს გადაცემაში სოხუმიდან სკაიპის მეშვეობით ჩაგვერთო დალილა ფილია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი და ხელმძღვანელი ზურაბ აჩბას სახელობის საგანმანათლებლო ფონდისა „სამყარო ძალადობის გარეშე“, თბილისის სტუდიაში კი გვსტუმრობდა მიშა ჯახუა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, მათთან დისკუსიას ნინო ხარაძე უძღვება. გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს.​

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG