რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე. მან ილაპარაკა გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობით ჩატარებულ "მოსახლეობის სიტუაციურ ანალიზზე". ეს არის კვლევა, სადაც გაშუქებულია მოსახლეობის სფეროში არსებული გამოწვევები და მოცემულია რეკომენდაციები მათი დაძლევისათვის არსებული შესაძლებლობების გამოყენებით, ადამიანის უფლებების, გენდერული და კულტურული პერსპექტივის გათვალისწინებით.
-
ნიკო ნერგაძე
ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.