Accessibility links

ზურაბ ჯაფარიძე: ამ გზით ჩვენ ლეგალიზებულ მონობას ვუპირისპირდებით


ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ დაფუძნებულმა „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ 140 მღვდელმსახური აკურთხა, თუმცა ამ სერტიფიკატის მქონე პირს რეალურად არაფერი აკავშირებს მღვდელმსახურებასთან. მღვდლის სტატუსის მქონე ადამიანს სახელმწიფო ვეღარ სთხოვს სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რასაც პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, „ლეგალიზებულ მონობას“ უწოდებს. პარტიის ამ ნაბიჯს უკვე მოჰყვა მწვავე რეაქცია საქართველოში ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ორგანიზაციის, მართლმადიდებელი ეკლესიის, წარმომადგენლების მხრიდან. ჯერჯერობით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია მეორე არანაკლებ გავლენიან ინსტიტუტს, საქართველოს არმიას, რომელიც თავის რიგებში უფრო და უფრო მეტი წვევამდელის მიღებას გეგმავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG