Accessibility links

თამარ ჩუგოშვილი: პრეზიდენტთან დაკავშირებულ ცვლილებაზე ვენეციის კომისიას პრეტენზია არა აქვს


თამარ ჩუგოშვილი

„უშიშროების საბჭოს გაუქმება ქვეყანას მთავარსარდლის გარეშე დატოვებს და სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის", - განუცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა, ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამ საფრთხეს ვერ ხედავს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა. „უშიშროების საბჭო, რა ფორმითაც დღეს არსებობს, არის დისფუნქციური ორგანო და ეს ყველაზე კარგად იცის უშიშროების საბჭოს მდივანმა“, - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გააცნო ვენეციის კომისიას და ახლა მზად არის კოლეგებთან ერთად მთელი საქართველოს მასტშაბით მოაწყოს დოკუმენტის საყოველთაო-სახალხო განხილვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG