Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დემოკრატიის მოდურობა“


ავტორი: რეზო ბაინდურაშვილი

დღეს დემოკრატიის გულმხურვალე გულშემატკივრებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ქვეცნობიერად მიელტვიან დემოკრატიას „თავისებური სახით“. მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინმა ერთგულ ამომრჩეველს ნდობისათვის მადლობა გადაუხადა, აქვე დასძინა, რომ რუსეთი მართლაც დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც ყავს სამართლიანი სასამართლო.

იმას, რომ რუსეთის ამბიციები ინსტიტუციურ ძლიერებას ემყარება, დასავლეთში დიდი ხანია ხმამაღლა საუბრობენ. ამავდროულად, მსჯელობენ ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკური „ბრძოლის“ მეთოდების შესახებ. საერთაშორისო მედიის კრიტიკის ქვაკუთხედი აერთიანებს ძირითადად ძალაუფლების შენარჩუნების სამ კომპონენტს. პირველი - კიბერ ძალაუფლება. მაგალითები, ვლადიმერ პუტინის მართველობის დროს უხვად დაგროვდა - სავარაუდო კიბერ ჩარევა ბალტიის ქვეყნების საპრეზიდენტო არჩევნებში, 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და მიმდინარე გამოძიება ამერიკაში.

მეორე - სამხედრო ძალაუფლება. 1 დეკემბრს საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, მომავალმა და უალტერნატოვო პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეაჯამა რუსეთის ამბიციური სამხედრო გეგმები. ცხადია, რომ მუქარის მესიჯებს დამაჯერებლობას სძენდა - ნაწარმოები ჩეჩნეთის მეორე ომი 1999 წლის 28 აგვისტოდან, რომელიც ზემოთხსენებულის დაპყრობით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომი სამხრეთ ოსეთიში, რომელსაც ტერიტორიის სრული ოკუპაცია მოყვა. 2014 წლიდან სამხრეთ უკრაინის მიმდინარე ოკუპაცია და 2015 წლიდან რუსეთის „გულწფელი მეგობრობა“ ბაშარ ალ-ასადის მთავრობასთან. ჩრდილოელი პოლიტიკის მკეთებლები ალბათ ითვალისწინებენ, რომ თანამედროვე ომის ასპარეზი ეკონომიკური მოედანია. ის, რომ რუსეთში ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე ვერაა ამას დიდი ხანია კულვარებში საუბრობენ. ერთი სიტყვით, მალე ვიხილათ, რიტორიკა უბრალოდ „იმპერიალისტური კაპრიზების“ შემცველია თუ მიზანმიმართული დაშინების პოლიტიკა.

ძალაუფლების მესამე კომპონენტი - კულტი და პოპულარობა. ვლადიმერ პუტინს, როგორც შემდეგ დავინახეთ ნდობა (ნებით თუ უნებლიეთ) 56 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოუცხადა. ქართულ მედიაში ბევრი არ უსაუბრიათ პუტინის კამპანიის სლოგანზე „ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი რუსეთი“. საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხარჯიმბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხმას აძლევდა „ძლიერ რუსეთს“. ნიშნავს თუ არა ძლიერი რუსეთის არსებობა საპრეზიდენტო კულტის ურყევ სიძლიერეს? დასავლეთში ნამდვილად კარგად ხედავენ პუტინის კულტს, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით ჩრდილოკორეული „დიქტატორული მოდელის“ სახეშეცვლილი ვარიანტია. ვლადიმერ პუტინმა არჩევნებამდე არცერთ წინასაპრეზიდენტო დებატებში არ მიიღო მონაწილეობა, სადაც უხვად იყო აგრესია კანდიდატებს შორის და წყლის შესხმაც კი. ალბათ მომავალმა პრეზიდენტმა განგებ აარიდა თავი დებატებს, რათა შემდეგ „უმწიკლოდ“ შეენერჩუნებინა განცხადებების ძლიერფორმულირებული ინტონაცია.

თანამედროვე რუსეთის ქმედებების პროგნოზირება რთულია. მისი ხიბლის ზუსტადაც არაპროგნოზირებადობაშია. უკვე ცნობილია, ის რომ 2024 წლამდე გაგრძელდება რუსული აგრესიული პოლიტიკა. და უცნობი, ამ ეტაპზე ბუნდოვანი პოსტ-პუტინისეული მართველობა 2024 წლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG