ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილია ფოტოები, რომლებიც მიმდინარე თვის განმავლობაში ყოველდღე ქვეყნდებოდა "დღის ფოტოს" რუბრიკით. სხვა ფოტოებისთვის მოინახულეთ ფოტოგალერეების არქივი.
დღის ფოტოები: მარტი, 2017 წ.

1
ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ქალები სურათების გადასაღებად პოზირებენ ჩინეთში.(REUTERS)

2
ადგილნაცვალი ერაყელები, რომლებიც ელოდებიან მოსულის მახლობლად მდებარე ჰამამ ალ-ალილის ბანაკში შესვლას (REUTERS/Suhaib Salem)

3
რუსი ხელოვანის, დანიილ სუდნევის გრაფიტი მოსკოვში. ცენტრში გამოსახულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. (EPA/YURI KOCHETKOV)

4
მოსკოვში ოპოზიციის მხარდამჭერი გზას უკეტავს პოლიციის მანქანას, რომლითაც ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერი ალექსეი ნავალნი გადაჰყავთ. (REUTERS/Maxim Shemetov)

5
ჩრდილოეთის ციალი ნორვეგიის ცაზე (AFP PHOTO / Jonathan NACKSTRAND)

6
სატვირთო მანქანები ტრასაზე რუსეთის ხაკასიის რესპუბლიკაში, ქალაქ აბაკანის ჩრდილოეთით. (REUTERS/Ilya Naymushin)

7
მოხარშული კვერცხით მოვაჭრე ავღანელი ბიჭი მუშტრის მოლოდინში ქაბულის გარეუბანში. (REUTERS/Mohammad Ismail)

8
ხნიერი ქალი საბჭოთა კავშირის დროშით ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში. (AFP PHOTO / Sergei GAPON)

9
70 წლის მოჰამად მოჰიედინ ანისი თავის დანგრეულ ბინაში, სირიის ქალაქ ალეპოს იმ ნაწილში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებდნენ.

10
ულტრაორთოდოქსი იუდეველი ბავშვები ქუჩაში იერუსალიმის ქუჩაში მიაბიჯებენ.
(AFP PHOTO / MENAHEM KAHANA)
(AFP PHOTO / MENAHEM KAHANA)