Accessibility links

ნაზი ჯანეზაშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭო არაკოლეგიალურად იქცევა


22 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. ის გამოეხმაურა 21 მარტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სახელით გავრცელებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ განცხადება მისი დასტურის გარეშე გავრცელდა, მაშინ როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლექტიური ორგანოა და მისი სახელით გავრცელებული განცხადების, სულ მცირე, შინაარსს მაინც უნდა იცნობდეს საბჭოს ყველა წევრი.

საუბარი ნაზი ჯანეზაშვილთან
please wait

No media source currently available

0:00 0:24:02 0:00
Direct link

იუსტიციის უმაღლესი საბჭო წერილი პასუხი იყო, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ერთობლივი განცხადებისა. სამოქალქო სექტორის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ, ვინაიდან მათი ინფორმაციით ორ სისხლის სამართლის საქმეში, სავარაუდოდ, გიორგი მიქაუტაძის სახელი ფიგურირებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საბჭოს მდივნის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG