16 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლელა გულედანი, "დევნილთა ასოციაცია მშვიდობისთვის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა დევნილთა პრობლემებსა და განსახლების პროცესის ხარვეზებზე, ასევე ასოციაციის უახლოეს გეგმაზე - ჩამოყალიბდეს დევნილთა პოლიტიკურ პარტიად.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.