Accessibility links

ასი ათასი ძველი ფოტოს ციფრული სიცოცხლე


როდესაც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ „ჯეოსელთან ერთად“ პროექტ „ციფრულ ფოტომატიანეზე“ მუშაობა დაიწყო, მაშინვე გაჩნდა კითხვაც - ხომ არ იქცეოდა „ციფრული ფოტომატიანე“ ერთგვარად ელიტურ ალბომად, რომელშიც მხოლოდ ცნობილი და წარმატებული ადამიანების ფოტოებს მოუყრიდნენ თავს. თუმცა ამ პროექტის იდეის უნიკალურობაც ის იყო, რომ ის სახალხო პროექტად ჩაიფიქრეს. პროექტი უკვე 4 წლისაა და უზარმაზარ ციფრულ ალბომში დღემდე ყველას შეუძლია თავისი გამორჩეული საარქივო ფოტო ჩადოს. გაქრობას გადარჩენილი ასეთი ფოტოების რიცხვი კი უკვე ასი ათასს ასცდა. ვნახოთ, რა ამბები გადაარჩინა „ციფრულმა ფოტომატიანემ“ და როგორ მოგვითხრო იმ ადამიანების თავგადასავლების შესახებ, ვინც შეიძლებოდა არასოდეს გვცნობოდა, რომ არა მათი ახალი, ციფრული სიცოცხლე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG