Accessibility links

ათი პუნქტით გაუმჯობესებული ეკონომიკური თავისუფლება


ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” ახალი ანგარიში „ეკონომიკური თავისუფლება – 2017“ გვაუწყებს, რომ საქართველოს მაჩვენებელი 3,4 ქულით გაუმჯობესდა და ქვეყანამ რეიტინგში 10 პუნქტით წინ გადაინაცვლა. რა მდგომარეობაა მსოფლიოში, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, და კონკრეტულად რა წერია ახალ ანგარიშში საქართველოს შესახებ?

„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე პერიოდს ასახავს, საქართველო კვლავაც „მეტწილად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფში დარჩა, მაგრამ მისი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუმჯობესდა და ქვეყანამ, 76 ქულით, 23-მე ადგილიდან მე-13-ზე გადაინაცვლა. რეიტინგი ასახავს ეკონომიკური თავისუფლების მდგომარეობას მსოფლიოს 186 ქვეყანაში და, ბუნებრივია, მოიცავს ევროკავშირის რეგიონსაც, რომლის მაშტაბით საქართველო მეხუთე პოზიციაზეა და ჩამორჩება მხოლოდ შვეიცარიას, ესტონეთს, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG