Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტროენერგიის ტარიფის მოცულობა დღეს გადაწყდება


გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, დღეს გახდება ცნობილი. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში 26 დეკემბერს, 12:00 საათზე, სხდომაა დანიშნული, რომელზეც სემეკი კომპანიებს - „თელასსა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ - 2017 წლის ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს დაუდგენს.

გაიზრდება თუ არა დენის სამომხმარებლო ტარიფები, სემეკ-ში წინასწარ პროგნოზს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ 26 დეკემბერს შესაბამისი დეპარტამენტი წარმოადგენს დადგენილების პროექტს, რომელსაც სემეკი კენჭს უყრის და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.

გადმოწერა

სემეკის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის პირველი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილებები შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ.

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა შეადგინა 343 884 ლარი/დღეზე, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი 9.056 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.

შპს „ჯიფაუერის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა შეადგინა 42 256 ლარი/დღეზე, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი 14.120 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.

შპს „მტკვარი ენერჯის“ (N 9 ენერგობლოკი) გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა შეადგინა 66 264 ლარი/დღეზე, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი 12.194 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ (N 3, N 4 ენერგობლოკები) გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა N 3 ენერგობლოკისთვის შეადგინა17 513 ლარი/დღეზე, N 4 ენერგობლოკისთვის - 18 340 ლარი/დღეზე. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 14.234 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.

სემეკის მიერ თბოელექტროსადგურის დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

ორი დღის შემდეგ, 23 ოქტომბერს, სემეკმა განიხილა, ასევე, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ჰიდროელექტროსადგურების 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები. ტარიფი გაიზარდა მხოლოდ ერთ ჰიდროელექტროსადგურზე, აწჰესზე, დანარჩენებზე კი შემცირდა.

კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ მხოლოდ მათი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს ორშაბათს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან, რადგან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში 40 % უჭირავს მათ იაფ გამომუშავებას.

რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი და გაუძვირდება თუ არა მომხმარებელს ელექტროენერგიის მოხმარება, ეს, წესით, უკვე დღეს გვეცოდინება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG