Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება ობამას მეორე ვადით არჩევას


ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად
ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად
აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევას ბარაკ ობამას უკვე მიულოცეს მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მილოცვასთან ერთად მოუწოდა ბარაკ ობამას „სწრაფად იმოქმედოს“ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულებისა და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის განახლების მიმართულებით.

თუკი გაეროს გენერალური მდივანი ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევას სირიაში სამოქალაქო ომის სწრაფად დასრულების იმედებს უკავშირებს, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეაქო ობამას ”გამორჩეული ლიდერობა” ევროატლანტიკური კავშირის შენარჩუნების საქმეში. თავის მისალოც სიტყვაში ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის სტაბილიზაციაზე გაამახვილა ყურადღება გერმანიის კანცლერმა ანგელამ მერკელმაც:
მსურს ხელმეორედ არჩევა მივულოცო ბარაკ ობამას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მე სიამოვნებით ვმუშაობდი მასთან და მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც...
დევიდ კამერონი

„მსურს გულთბილად მივულოცო მეორე ვადით არჩევა პრეზიდენტ ბარაკ ობამას. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და მოუთმენლად ველოდები თანამშრომლობას, რომელიც მიმართული იქნება როგორც აშშ-სა და გერმანიის ფედერალურ მთავრობას შორის, ასევე ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მოწესრიგებისკენ. მე დღეს მას წარმატებას ვუსურვებ.“

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიო ლიდერებს შორის, ვინც მიესალმა ბარაკ ობამას წარმატებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება მასთან მუშაობას:

„მსურს ხელმეორედ არჩევა მივულოცო ბარაკ ობამას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მე სიამოვნებით ვმუშაობდი მასთან და მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც“.
ბან კი მუნი
ბან კი მუნი

ზემოთაც ითქვა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მილოცვასთან ერთად მოუწოდა ბარაკ ობამას „სწრაფად იმოქმედოს“ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულებისა და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის განახლების მიმართულებით. შიმონ პერესმა კი, ისრაელის პრეზიდენტმა, იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეამციროს ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხე:

„მჯერა, რომ იგი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, ტერორისა და ომის საფრთხის შესამცირებლად. და ის შეასრულებს იმას, რაც ირანთან დაკავშირებით თქვა. არ არის იოლი ის პასუხისმგელობა, რომელიც მას აწევს მხრებზე“.

ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევა მიულოცეს ასევე ავღანეთის, პაკისტანისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა. რუსეთის დუმის წევრებიც მიესალმნენ ობამას მეორე ვადით არჩევას და მას რუსეთისთვის ”უკეთესი ვარიანტი” უწოდეს. რუსმა კანონმდებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ამერიკის ლიდერი გააგრძელებს ”გადატვირთვის” პოლიტიკას რუსეთთან ურთიერთობაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG