Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს შენ გეხება" აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართავს


"ეს შენ გეხება"-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები
"ეს შენ გეხება"-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები
სამოქალაქო კამპანიის "ეს შენ გეხება"-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებების მხარდაჭერას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სთხოვენ.

ჰილარი კლინტონისადმი მიმართვაში, რომელიც 1 ივნისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მოსახლეობისთვის პლურალისტური მედიაგარემოს ხელმისაწვდომობა საქართველოში რჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად, რომლის მოსაგვარებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის წარდგენილი ინიციატივა.

სამოქალაქო კამპანიის მონაწილენი განმარტავენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული პროექტი დაავალდებულებს სამაუწყებლო-საკაბელო კომპანიებს, უზრუნველყონ ყველა ტელეარხის მაუწყებლობა და შესაბამისად, ეს დაავალდებულებს ტელეკომპანიებს ისარგებლონ ყველა საკაბელო კომპანიის მომსახურებით.

”საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და პლურალისტური მედიაგარემოს განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოხარულნი ვიქნებით, თუ საქართველოში თქვენი ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას გამონახავთ საშუალებას ამ საკითხისადმი გამოხატოთ სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია", - ნათქვამია ”ეს შენ გეხება”-ს მიმართვაში ჰილარი კლინტონისადმი, რომელიც საქართველოს 5 ივნისს ეწვევა.
XS
SM
MD
LG