ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი აცხადებს, რომ მისი მთავრობის ხელახალი არჩევის შემთხვევაში ის 2017 წლის ბოლომდე გამართავს რეფერენდუმს ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობის თაობაზე. ბრიტანეთში არჩევნები 2015 წელს გაიმართება.
კამერონი ამ განცხადებით ოთხშაბათს ლონდონში გამოვიდა. ევროკავშირის შესახებ მის ამ გამოსვლას დიდი ინტერესით ელოდა აუდიტორია.
„ევროკავშირით საზოგადოების იმედგაცრუებამ ყველაზე მაღალ მწვერვალს მიაღწია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ხალხი თვლის, რომ ევროკავშირი ისეთი მიმართულებით მოძრაობს, რომელზეც მათ თანხმობა არ განუცხადებიათ. მოქალაქეებს აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ჩარევა იმ წესებით და რეგულაციებით, რომლებიც მათ საჭიროდ არ მიაჩნიათ“, – განაცხადა კამერონმა.
ის 27-წევრიან ბლოკში რეფორმების გატარების მოწოდებით გამოვიდა - მათ შორის, დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გაზრდისა და წევრი ქვეყნებისთვის უფლებამოსილებების დაბრუნების თაობაზე. კამერონის აზრით, იმისათვის, რომ კეთილდღეობას შეუწყოს ხელი და მოქალაქეების მხარდაჭერაც შეინარჩუნოს, ევროკავშირი უნდა შეიცვალოს.
თუმცა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებამდე კამერონი ბრიუსელთან ერთად იმ პირობების გადახედვას გეგმავს, რომლებსაც ეფუძნება ბრიტანეთის წევრობა. „ამ ურთიერთობის გამოსწორებაზე სანამ ვიზრუნებთ, მანამდე რეფერენდუმის გამართვა არ იქნება სწორიო“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
რეფერენდუმის შესახებ ეს საუბარი ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის დედაქალაქებში შეშფოთებას იწვევს. „აშშ აფასებს ძლიერ ბრიტანეთს ძლიერ ევროკავშირშიო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასულ კვირაში.
ევროკავშირიდან ბრიტანეთის შესაძლო გასვლის შესახებ ანალიტიკოსებიც ბევრს მსჯელობენ. ჩვენი რადიო რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ ვარაუდებს.
როგორი იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ბრიტანეთის გარეშე?
სავარაუდოდ, ბევრად უფრო იზოლაციონისტური და ნაკლებად გლობალური. ევროკავშირის წევრებს შორის ბრიტანეთი ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს სამხედრო სფეროზე და, ამასთან, ყველაზე მრავალრიცხოვანი დიპლომატიური წარმომადგენლობაც მას ჰყავს.
კარნეგის ფონდის ევროპის განყოფილების წარმომადგენელი, მკვლევარი შტეფან ლენე მიიჩნევს, რომ ევროპისთვის ეს თითქმის ყველა თვალსაზრისით უარყოფითი იქნება:
„[ბრიტანეთის] გასვლა ევროკავშირისთვის უდიდესი დანაკარგი იქნება. ვფიქრობ, ის დასუსტდება, ამ სიტყვის თითქმის ყველა გაგებით - იქნება ეს სამხედრო, დიპლომატიური თუ მსოფლიოში ჩვენი ეკონომიკური ძალაუფლების თვალსაზრისით. ამდენად, ეს ევროკავშირისთვის საკმაოდ ტრაგიკული დანაკარგი იქნება“.
რა გავლენას იქონიებს ეს ევროკავშირის გაფართოებაზე დასავლეთ ბალკანეთთან მიმართებით?
ბრიტანეთი ევროკავშირის გაფართოებას სამეზობლოს სტაბილიზაციის გზად აღიქვამს - ისევე როგორც ევროკავშირის ერთიანი ბაზრის გაფართოებად, რომელზეც ბრიტანული პროდუქცია მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი.
საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წარმომადგენლის იანა კობზოვას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთი ყოველთვის მთავარ ინიციატორს არ წარმოადგენდა დასავლეთ ბალკანეთთან მიმართებით, ის მაინც გავლენიანი მოკავშირე იყო:
„ერთია, როცა სლოვაკეთი გამოდის დასავლეთ ბალკანეთის ამა თუ იმ სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერად და სულ სხვაა, როცა იმასვე ბრიტანეთი ამბობს“.
ამდენად, არის საფრთხე, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივლისში ხორვატია გაწევრიანდება ევროკავშირში, ევროკავშირის გაფართოების კარი წლების განმავლობაში დახურული დარჩეს. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების მომხრედ გერმანიაც გამოდის - ყოველ შემთხვევაში, რიტორიკის დონეზე. თუმცა გერმანია ბევრად უფრო აქტიურად არის დაკავებული ევროს მოქმედების ზონაში არსებული კრიზისით და მისი გადაჭრის გზების პოვნით.
რა მოხდება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მიმართებით?
თუ ევროკავშირი უერთგულებს თავის ოფიციალურ პირობას ბლოკში ყოფილი იუგოსლავიის წევრი ქვეყნების შეშვების თაობაზე, ეს ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებსაც გაუმყარებდა გაწევრიანების პერსპექტივას. ბრიუსელში განთავსებული ევროპის პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი როზა ბალფური თვლის, რომ საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა ბრიტანეთის გასვლით მნიშვნელოვან მხარდამჭერს დაკარგავენ ბრიუსელში:
„ამ ქვეყნებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ჰქონდეთ, თუმცა პარიზს და ბერლინს არ სურთ ამ პერსპექტივის გაცემა. ბრიტანეთის გარეშე დავკარგავთ მძიმეწონიან ფიგურას, რომელიც ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს. ვიტყოდი, რომ პერსპექტივა საკმაოდ უიმედოა“.
რუსეთთან მიმართებით ბრიტანეთის გარეშე ევროკავშირის პოლიტიკა უფრო მეგობრული იქნება?
შესაძლოა ასე იყოს. საფრანგეთი და გერმანია, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, - მაგალითად, ესპანეთი და იტალია, - ენთუზიაზმით ეკიდებიან რუსეთთან ენერგეტიკული შეთანხმებების გაფორმებას და მოსკოვს ბევრ შეკითხვას არ უსვამენ. კობზოვას თქმით, ბრიტანეთის გასვლით მნიშვნელოვან წევრს დაკარგავს ქვეყნების მეორე ჯგუფი, რომელიც არ ერიდება მოსკოვისთვის მწვავე შეკითხვების დასმას:
„ბრიტანეთი იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობასთან მიმართებით აქცენტს არ სვამენ მხოლოდ მატერიალურ სარგებელზე და ყურადღებას ამახვილებენ ასევე ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე. ბრიტანეთი თვლის, რომ რუსეთის პრობლემები კორუფციასთან, უხეირო მმართველობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირსაც უნდა ადარდებდეს. ასეთი მოწოდებებით არ გამოდის ზოგიერთი სხვა ქვეყანა“.
ბრიტანეთის გასვლა რაიმე ფორმით დადებითად თუ აისახება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე?
არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა უფრო
კოორდინირებული და ერთიანი გახდეს და მიაღწიოს იმას, რაზეც ევრო-ფედერალისტები ოცნებობენ: საერთაშორისო ორგანიზაციებში - მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოში - ევროკავშირის ერთიანი წარმომადგენლის ყოლას. ბალფურის თქმით, ეს ევროკავშირის იმ იურიდიულ ჩარჩოშიც იყო გათვალისწინებული, რომელიც 2009 წელს ამოქმედდა:
„ლისაბონის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირობას, რომ ევროკავშირს საერთაშორისო ორგანიზაციებში საერთო წარმომადგენელი ეყოლებოდა, მაგრამ ეს არ განხორციელდა ბრიტანეთის წინააღმდეგობის გამო. ამან ბევრი თვალსაზრისით უარყოფითად იმოქმედა ევროკავშირის პოზიციებზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ბრიტანეთი თუ კავშირიდან გავა, ეს ვითარება, სავარაუდოდ, შეიცვლება“.

[ბრიტანეთის] გასვლა ევროკავშირისთვის უდიდესი დანაკარგი იქნება. ვფიქრობ, ის დასუსტდება, ამ სიტყვის თითქმის ყველა გაგებით - იქნება ეს სამხედრო, დიპლომატიური თუ მსოფლიოში ჩვენი ეკონომიკური ძალაუფლების თვალსაზრისით. ამდენად, ეს ევროკავშირისთვის საკმაოდ ტრაგიკული დანაკარგი იქნება...შტეფან ლენე
თუმცა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებამდე კამერონი ბრიუსელთან ერთად იმ პირობების გადახედვას გეგმავს, რომლებსაც ეფუძნება ბრიტანეთის წევრობა. „ამ ურთიერთობის გამოსწორებაზე სანამ ვიზრუნებთ, მანამდე რეფერენდუმის გამართვა არ იქნება სწორიო“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
რეფერენდუმის შესახებ ეს საუბარი ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის დედაქალაქებში შეშფოთებას იწვევს. „აშშ აფასებს ძლიერ ბრიტანეთს ძლიერ ევროკავშირშიო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასულ კვირაში.
ევროკავშირიდან ბრიტანეთის შესაძლო გასვლის შესახებ ანალიტიკოსებიც ბევრს მსჯელობენ. ჩვენი რადიო რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ ვარაუდებს.
როგორი იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ბრიტანეთის გარეშე?
სავარაუდოდ, ბევრად უფრო იზოლაციონისტური და ნაკლებად გლობალური. ევროკავშირის წევრებს შორის ბრიტანეთი ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს სამხედრო სფეროზე და, ამასთან, ყველაზე მრავალრიცხოვანი დიპლომატიური წარმომადგენლობაც მას ჰყავს.
კარნეგის ფონდის ევროპის განყოფილების წარმომადგენელი, მკვლევარი შტეფან ლენე მიიჩნევს, რომ ევროპისთვის ეს თითქმის ყველა თვალსაზრისით უარყოფითი იქნება:
„[ბრიტანეთის] გასვლა ევროკავშირისთვის უდიდესი დანაკარგი იქნება. ვფიქრობ, ის დასუსტდება, ამ სიტყვის თითქმის ყველა გაგებით - იქნება ეს სამხედრო, დიპლომატიური თუ მსოფლიოში ჩვენი ეკონომიკური ძალაუფლების თვალსაზრისით. ამდენად, ეს ევროკავშირისთვის საკმაოდ ტრაგიკული დანაკარგი იქნება“.
რა გავლენას იქონიებს ეს ევროკავშირის გაფართოებაზე დასავლეთ ბალკანეთთან მიმართებით?
ბრიტანეთი ევროკავშირის გაფართოებას სამეზობლოს სტაბილიზაციის გზად აღიქვამს - ისევე როგორც ევროკავშირის ერთიანი ბაზრის გაფართოებად, რომელზეც ბრიტანული პროდუქცია მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი.
ბრიტანეთი იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობასთან მიმართებით აქცენტს არ სვამენ მხოლოდ მატერიალურ სარგებელზე და ყურადღებას ამახვილებენ ასევე ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე...იანა კობზოვა
საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წარმომადგენლის იანა კობზოვას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთი ყოველთვის მთავარ ინიციატორს არ წარმოადგენდა დასავლეთ ბალკანეთთან მიმართებით, ის მაინც გავლენიანი მოკავშირე იყო:
„ერთია, როცა სლოვაკეთი გამოდის დასავლეთ ბალკანეთის ამა თუ იმ სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერად და სულ სხვაა, როცა იმასვე ბრიტანეთი ამბობს“.
ამდენად, არის საფრთხე, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივლისში ხორვატია გაწევრიანდება ევროკავშირში, ევროკავშირის გაფართოების კარი წლების განმავლობაში დახურული დარჩეს. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების მომხრედ გერმანიაც გამოდის - ყოველ შემთხვევაში, რიტორიკის დონეზე. თუმცა გერმანია ბევრად უფრო აქტიურად არის დაკავებული ევროს მოქმედების ზონაში არსებული კრიზისით და მისი გადაჭრის გზების პოვნით.
რა მოხდება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მიმართებით?
თუ ევროკავშირი უერთგულებს თავის ოფიციალურ პირობას ბლოკში ყოფილი იუგოსლავიის წევრი ქვეყნების შეშვების თაობაზე, ეს ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებსაც გაუმყარებდა გაწევრიანების პერსპექტივას. ბრიუსელში განთავსებული ევროპის პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი როზა ბალფური თვლის, რომ საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა ბრიტანეთის გასვლით მნიშვნელოვან მხარდამჭერს დაკარგავენ ბრიუსელში:
„ამ ქვეყნებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ჰქონდეთ, თუმცა პარიზს და ბერლინს არ სურთ ამ პერსპექტივის გაცემა. ბრიტანეთის გარეშე დავკარგავთ მძიმეწონიან ფიგურას, რომელიც ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს. ვიტყოდი, რომ პერსპექტივა საკმაოდ უიმედოა“.
რუსეთთან მიმართებით ბრიტანეთის გარეშე ევროკავშირის პოლიტიკა უფრო მეგობრული იქნება?
შესაძლოა ასე იყოს. საფრანგეთი და გერმანია, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, - მაგალითად, ესპანეთი და იტალია, - ენთუზიაზმით ეკიდებიან რუსეთთან ენერგეტიკული შეთანხმებების გაფორმებას და მოსკოვს ბევრ შეკითხვას არ უსვამენ. კობზოვას თქმით, ბრიტანეთის გასვლით მნიშვნელოვან წევრს დაკარგავს ქვეყნების მეორე ჯგუფი, რომელიც არ ერიდება მოსკოვისთვის მწვავე შეკითხვების დასმას:
„ბრიტანეთი იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობასთან მიმართებით აქცენტს არ სვამენ მხოლოდ მატერიალურ სარგებელზე და ყურადღებას ამახვილებენ ასევე ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე. ბრიტანეთი თვლის, რომ რუსეთის პრობლემები კორუფციასთან, უხეირო მმართველობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირსაც უნდა ადარდებდეს. ასეთი მოწოდებებით არ გამოდის ზოგიერთი სხვა ქვეყანა“.
ბრიტანეთის გასვლა რაიმე ფორმით დადებითად თუ აისახება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე?
არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა უფრო
„ლისაბონის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირობას, რომ ევროკავშირს საერთაშორისო ორგანიზაციებში საერთო წარმომადგენელი ეყოლებოდა, მაგრამ ეს არ განხორციელდა ბრიტანეთის წინააღმდეგობის გამო...როზა ბალფური