Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ”ევროპული საქართველოს” აქცია


თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით გაიმართა მსვლელობა, რომელიც პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებული იყო. ამავე დროს, პასტერის ქუჩის მხრიდან გამზირზე გასვლას ცდილობდნენ „ქართული მარშის“ ერთი ჯგუფის წევრები. მანამდე საქართველოს პატრიარქმა ორივე ჯგუფს მოუწოდა, არ გაემართათ მსვლელობები. პოლიციამ „ქართული მარშის“ მომხრეებს არ მისცა გამზირზე გასვლის საშუალება და უშუალო დაპირისპირება თავიდან იქნა აცილებული მსვლელობის დროს. მოგვიანებით პოლიციამ გადაკეტა ასევე მარჯანიშვილის ქუჩაზე მისასვლელი გზები, როცა „ევროპული საქართველოს“ მსვლელობის მონაწილენი მოედანზე იმყოფებოდნენ. მსვლელობის დროს „ევროპული საქართველოს“ და „ქართველმა მარშის“ მომხრეთა შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, ინციდენტი მოხდა რკინიგზელთა სახლის მახლობელ არეალში, როცა „ევროპული საქართველოს“ მსვლელობის მონაწილეების მიმართულებით კვერცხები, წყლით სავსე ბოთლები და ცოცხები ისროლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG