Accessibility links

ფარული ფეისბუქ ექაუნთების ეპოქა, როგორც საპირფარეშოებში მოწეული სიგარეტი


ავტორი: ქრისტინე პახომოვა

ან კარებიდან გამოვა კვამლი, ან ნამწვავი არ ჩაირეცხება “თავის დროზე” და შენს შემდეგ მალევე შევა ვიღაც ან უცებ პირზე კოცნას მოგინდომებს და ასე, მხოლოდ სახელსა და გვარში მყოფი იდენტობაც გამომჟღავნდება. შენ პიროვნება ხარ, რომლის შემოქმედებაც სინამდვილეში კოლექტიური პლაგეატია და მოცემულობა, რომელშიც მქადაგებელი ხარ, მუდმივად ცვალებადი, ვინაიდან მოწაფეებს შენი არ სწამთ.

რას გრძნობ, როცა ხედავ, მათში არ არის რწმენა და ხოლო შენში ძალა, ისინი მოციქულებად აქციო?

შენ იცი, საიდან მოდის ენერგია, რომ ყველაფერი მაგიურია: ეს სამყაროც, სიყვარულიც… რომ არაფერი არ არის ისე, როგორც ჩვეულებრივ აღიქმება. რომ თვალები სინამდვილეს ვერ აღიქვამენ. მაგრამ ვერ გრძნობ. სადღაც დაკარგე განცდა და იქვე საკუთარი თავიც.

არ იცი, რომელი ხარ სინამდვილეში და სინამდვილეში არც ერთი არ ხარ. სინამდვილე ერთმა “ჩერჩეტმა” ქალმა წაგართვა და ყოველდღე გახსენებს დანაკარგს. უფრო და უფრო ღიავდები, თუმცა ვერაფრით ნიავდება მტვერი შენს შიგნით. ვერც მზე შემოდის. ამიტომ ილტვი არა მნათობი ციური სხეულებისკენ, არამედ სიცარიელებსა და მანძილებისკენ მათ შორის და გამუდმებით ეჭვებს შობ. მოცემულობების საპირისპირო მნიშვნელობებზე ხშირად საუბრობ. მანამ სანამ მსმენელს აბნევ, ისინი შენთან რჩებიან.

შენ იცნობი და იგრძნობი ყველა ნიღბიდან. რაღაც სიტყვა, რომელსაც იწვდი ყველანაირს გახასიათებს და მე არ ვარ ერთადერთი, რომელიც გცნობს. რომელიც იცნობს შენს ხელწერას, ნაკვალევს თუ სუნს.

მჟღავნდები.

ახლაც მარტო ხარ. მერე საკუთარი თავებიც გაგეცლებიან. მათაც მოსწყინდები. ისინიც დაკარგავენ შენს რწმენას. მხოლოდ ექო არ დაგტოვებს ზამთრისპირა საღამოებში.

უსმინე ექოს. ის ყველაფერს მოგიყვება შენზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG