ფემიციდი - როცა ერთი შემთხვევაც ტრაგედიაა
ფემიციდი, ანუ ქალთა მკვლელობები, და საქართველოში ამ მხრივ არსებული პრობლემები იყო მთავარი თემა კონფერენციისა, რომელიც 24 ნოემბერს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართა სახალხო დამცველის ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. მიმდინარე წელს საქართველოში ფემიციდის, დაახლოებით, 20 შემთხვევა გამოვლინდა, რაც სახალხო დამცველის აპარატს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქალებზე ძალადობის დინამიკა ქვეყანაში დადებითისკენ არ იცვლება. წელს კი გლობალური კამპანიის მთავარი მესიჯია „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა: დავასრულოთ ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ“. კამპანიიის ფერი, ტრადიციულად, ნარინჯისფერია - 25 ნოემბერს, სოლიდარობის ნიშნად, ნარინჯისფრად განათდება თბილისის ანძაც.
ეპიზოდები
-
მაისი 16, 2024
აქციაზე დაკავებული ვაჟა მარი: პოლიცია ამბობდა, "დავიღალეთო"
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს