ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი სერბიასა და ალბანეთს შორის ჩაიშალა ბელგრადის სტადიონზე მომხდარი არეულობის გამო. ჩხუბში ფეხბურთელები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ. მატჩის მთავარმა მსაჯმა, ინგლისელმა მარტინ ატკინსონმა შეხვედრა 41-ე წუთზე შეაჩერა. დაპირისპირება მოჰყვა საფეხბურთო მოედნის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენას, რომელზეც ალბანეთის დროშა იყო დამაგრებული. დროშა სერბმა მცველმა სტეფან მიტროვიჩმა ჩამოგლიჯა, რამაც ალბანელი მოთამაშეების აღშფოთება გამოიწვია. არეულობაში ჩაერთნენ სტადიონზე მყოფი სერბი გულშემატკივრებიც, რომლებიც მოედანზე ცეცხლმოკიდებულ ქაღალდებს ისროდნენ. უეფამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
უპილოტო საფრენი აპარატი და სერბია-ალბანეთის ჩაშლილი მატჩი

11
ალბანეთის ნაკრების ხელმძღვანელებმა ინგლისელ მსაჯს მარტინ ატკინსონს უთხრეს, რომ მათი გუნდი მატჩს ვეღარ გააგრძელებდა.

12
მატჩის დროს ბელგრადელ პოლიციელებსა და გულშემატკივრებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.

13
უეფამ განაცხადა, რომ ინციდენტს გულდასმით გამოიძიებს და სათანადოდ დასჯის დამნაშავეებს.

14
სერბია-ალბანეთის შესარჩევი მატჩი ჩაიშალა და ჯერჯერობით გაურკვეველია, რა განაჩენს გამოიტანს უეფა.