ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი სერბიასა და ალბანეთს შორის ჩაიშალა ბელგრადის სტადიონზე მომხდარი არეულობის გამო. ჩხუბში ფეხბურთელები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ. მატჩის მთავარმა მსაჯმა, ინგლისელმა მარტინ ატკინსონმა შეხვედრა 41-ე წუთზე შეაჩერა. დაპირისპირება მოჰყვა საფეხბურთო მოედნის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენას, რომელზეც ალბანეთის დროშა იყო დამაგრებული. დროშა სერბმა მცველმა სტეფან მიტროვიჩმა ჩამოგლიჯა, რამაც ალბანელი მოთამაშეების აღშფოთება გამოიწვია. არეულობაში ჩაერთნენ სტადიონზე მყოფი სერბი გულშემატკივრებიც, რომლებიც მოედანზე ცეცხლმოკიდებულ ქაღალდებს ისროდნენ. უეფამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
უპილოტო საფრენი აპარატი და სერბია-ალბანეთის ჩაშლილი მატჩი

1
ბელგრადში ჯერ კიდევ სერბია-ალბანეთის მატჩამდე გაამკაცრეს უსაფრხოების ზომები. (ანდრეი ისაკოვიჩის ფოტო, ფრანსი პრესი)

2
მატჩის დროს სერბმა გულშემატკივრებმა ნატოს დროშა დაწვეს. უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, სტადიონზე ალბანეთის დროშების შეტანა აკრძალული იყო.

3
41-ე წუთამდე, როცა მსაჯმა თამაში შეაჩერა, მეტოქეებმა ვერც ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

4
პირველი ტაიმის მიწურულს მოედნის თავზე გამოჩნდა საფრენი აპარატი, რომელზეც დროშა იყო დამაგრებული. ის თანდათან ქვემოთ დაეშვა - სერბიის ნაკრების ნახევარზე.

5
როცა აპარატი დაეშვა, ფეხბურთელებმა და მაყურებლებმა დაინახეს, რომ დროშაზე "დიდი ალბანეთის" ემბლემა იყო გამოსახული, რაც ალბანეთისა და კოსოვოს ერთიანობას გულისხმობს.

6
როცა აპარატი კიდევ უფრო დაბლა დაეშვა, სერბიის ნაკრების მცველმა შტეფან მიტროვიჩმა დროშა მოგლიჯა.

7
მიტროვიჩს მაშინვე დაესხა თავს რამდენიმე ალბანელი ფეხბურთელი, ოდნავ მოგვიანებით მინდორზე მეტოქე გუნდების წარმომადგენლები, შემდეგ კი მაყურებლებიც გაცვივდნენ.

8
თანდათან ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.

9
სერბიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ალბანელ ფეხბურთელებს შეუტიეს.

10
ერთი-ორი წუთი მოედანზე ქაოსი სუფევდა, მერე კი ალბანელმა ფეხბურთელებმა მოედნის დატოვება გადაწყვიტეს.