Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაკრებთა გადანაცვლევით ჯამი არ იცვლება


ავტორი: ანა ჯაფარიძე

ტელევიზიას დიდი როლი უკავია საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაში. ჩემი დროიდან სულ ორი არხი მახსოვს, პირველი და მეორე. ეს უკანასკნელი ოთხმოცდათიან წლებში თავისი პოპულარობის ზენიტში იყო. გადაცემები და ჟურნალისტები ხალხის ფავორიტებად მიჩნეოდნენ. პირველი არხი თავისი ცნობილი გადაცემებით (“ილუზიონი, “მრავასლახეობა”, “სარკმელი”-მახსოვს დიდი ხმაურით გაცილეს) გამოირჩეოდა ნოსტალგიურობით. მეორე არხმა რაღაც ახალი თქვა, ამიტომაც მანას ფესტივალზე მაინც პირველი აღმოჩნდა. გაჭირვების მიუხედავათ მეორე არხი მუსიკალური ათეულით, პა-სეანსით, წამყვანებით საზოგადოების ინტერეს აკმაყოფუილებდა. გავიდა წლები უამრავი არხი გაიხსნა და დაიხურა, მაგრამ სერგი გვარჯალაძის სიტყვებმა “ეს მეორე არხია, მე ვარ სერგი გვარჯლაძე” ვერაფრი შეცვალა.

ოცი წლის მანძილზე განვითარება და ჩამოყალიბება რთული აღმოჩნდა. ახლაც პულტი ხელში რომ ავიღოთ ვატრიალოთ, ბევრი ისეთი გადაცემას შევავლებთ, რაც მე პირადათ ნოსტალგიას მიჩენს. ხშირად ვხედავთ ადამიანებს, როლებიც ისე აზროვნებენ როგორც მაშინ, ამის კარგი მაგალითია თუნდაც “ობიექტიბი”, “ერთსულოვნება”, “კავკასია”. ამ არხების გადაცემები თუ პირადაპირი შოუები ხშირად ხდება დაცინვის ობიექტი, როგორც კონკურენტი არხების (რუსთავი2 და იმედის შოუებს ვგულისხმობ) მხრიდან. საზ. მაუწყებელიც ამათ რიცხვში გადიოდა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის მერე სიმართლის თქმა პრეროგატივად ექცად (“წითელ ზონას” არ ვგულისხმობ). თუმცა სამეურვეო საბჭოს არჩევა გაუთხოვარი პატარძლის ჭირვეულობას მაგონებს.

ცალკეული არხები რომ განვიხილოთ საჭიროა გადაცემების ბადის სწორი განსაზღვრა. მახსოვს ჩვენი ლექტორი რამდენს გვესაუბრებოდა პროგრამული ბადის მნიშვნელობაზე. მაგრამ თეორიული რჩევა არაპრაქტიკული აღმოჩნდებოდა ტელევიზიაში თუნდაც რადიოში გატარებული პრაქტიკით. ერთერთ ასეთ პრაქტიკაზე მყოფ ათ ადამინს სიუჟეტის დაწერა გვთხოვეს მეოთხე კურსზე. ყველამ დაბალი ქულა მივიღეთ. საინეტერსო სანახავი იყო უწყისი, მაგრამ რა გვექნა სტუდენტებს როცა ერთი კამერა ძლივს გვქონდა გადაცემა “საწინდარისთვის”. სწავლა მხოლოდ ოთხმოციან და ოთხმოცდათიან წლების გამოშვებული წიგნებით გვიწევდა. ერთი სიუჟეტი დავწერე და ისიც არ გადამიღია ერთადერთი კამერის მოუცლელობის გამო. ისე ხუთიანი კი მივიღე ჰაერში მომზადებული მასალით. ამიტომ ბევრი ასეთი პარადოქსებითა ჩვენი პროფესიის ხალხი (არ ვლაპარაკობ თეატრალებზე იქ უფრო მძიმეა სიტუაცია). თეატრალები იმიტომ ვახსენე, მთელი არხები იქ დამთავრებული ხალხითა გაჟღენთილი, თუმცა სხვა რა ქნან?..

ნებისმიერი მოქმედი ჟურნალისტი ასეთი პრაქტიკით იყო გაზრდილი. ამიტომ არ მიკვირს მათი არაფროპესიონალიზმი, თუმცა ბევრისგან გამიგია ჟურნალისტს რათ უნდა დიპლომიო? კითხვა და შემდგომი პრაქტიკაც საკმარისიაო. კითხვა მართლაც უნივერსიტეტმა შემაყვარა უფრო ღრმა კამიუ, კაფკა, სარტრი “უნის” ბრალია (კიდევ ჯოისი). ჟურნალისტიკა ხელობაა, დაოსტატება სჭირტდება.. მართალია ბევრი არასპეციალობით მომუშავეა ამ სფეროში. მთავარია საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდე იქვე შეგასწავლიან და გაგზდიან. აქაც წიაღმდეგობას ვაწყდებით ვაკრიტიკებთ ასეთ შესწავლილ ჟურნალისტებს, უფრო “ვლანძღავთ” (ჩვენთან ხომ ნაკლებადა ჯანსაღი კრიტიკა) გადავდივართ შეურაცყობაზე. ტოკ შოუს დებატებიც წყლიანი ჭიქის სროლით, ყავის დაქცევით, მუშტი კრივით მთავრდება (მგონი პარლამენტისგან იღებენ მაგალითს). ხშირად წამყვანიც გაუგებრობის მსხვერპლია.

პოლიტიკურს თავი რომ დავანებოთ, გასართობი ტოქ შოუები ზედმეტად სუბიექტურია. პრინციპია “сам танцует, сам паиот и билети прадаиот”. ერთიდაიგივე სტუმრები “ელიტუშკები” (ნანუკას შოუ), შინაური წრე “გოიმუშკები”(პროფილი), ხშირად ჩაისთან სამზარეულოში ჭორაობას მაგონებს. კავკასია (“აქუს შოუ”) ყოველთვის უჩივის მატერიალურ სიმცირეს. ფულიც რომ მისცე ამ არხის მსგავს გადაცემებს რამდენათ ეფექტური იქნება? გამოსწორდება რამე? იგივე შემიძლია ვთქვა “ობიექტივზეც”. საპატრიაქოს “ერთულოვნებას” შემოსავლის მიუხედავათ არაფერი ეტყობა. გადაცემები ცარიელ სოფელში სიარულის და ძველი ფილმების ჩვენებით ივსება. ახალი არხიც მიემატა “კვირიკე” რამდენიმე გადაცემას რომ შევხედე გაზეპირებული ტექსტების და კოპირებული დილის გაცემების მეტი ვერაფერი ვნახე. ერთერთ სოციალურ ქსელში ისიც ითქვა, აწი წავა ტვინის დამუშავებაო. ალბათ დავეთანხმები, ჩვენთვის ორი რელიგიური არხი ზედმეტად მიმაჩნია, თუმცა ასეთი სახის ვებგვერდებიც მომრავლებულია. იგივე რაოდენობით პორნო საიტებია. მალე ეს ორი რამ, რეიტინგის სათავეში მოექცევა, თუ უკვე არაა?!..

ცოტა მინდა ელექტრონულ მედიას და პრესას შევეხო. Facebook გახსნის შემთხევაში თვალში, რომ არ მოგხვდეს ამბები.გე საოცარი ისტორიები შეუძლებელია. უკვე მგონი ათასზე მეტი სააგენტო არსებობს ინფორმაცის წყარო შეიძლება ნებისმიერის სტატუსიც გახდეს. თუ დამატებული გყავთ ის ადამიანი, ვინც თქვენი მომავალი რესპოდენტია, შეხვედრის გარეშეც შეგიძლიათ მასზე ინფორმაცის მიღება. მისი ხასიათის და გემოვნების გაგება კი პოსტებსა და სტატუსებიდან. სხვას რას ვერჩი რამდენჯერ მეც მომიწია ასე მასალის მომზადება. მნიშვნელობა იმას აქვს რას წერ? რაზე? როგორ? მაგრამ როგორც იტყვიან პატარა ქვეყნის დამახასიათებელია სხვის საცვლებში ძრომიალი. შეკითხვა რომ დასვა, თუ რატომ ხდება მნიშვნელოვანი ნათია ფანჯიკიძეს ქცევა ინოგურაციაზე მნიშვნელოვანი უფრო თავად ცერემონიალი? პასუხი შემდეგია ხალხს აინტერესებს. ჩვენც იმას ვაწვდით საზოგადოებს რაც მის ინტერესებშია. მაგარამ რა ვუყოთ იმ გაჭირვებულ მასას რომელიც ყოველდღიურათ უყურებს დღის შოუებს და იქ გემრიელ საჭმელეებს ამზადებენ, ელიტარულ და ელეგანტურ ხალხს აჯილდოვებენ, ეს ეყოფად მათ? სხვის ბედნიერებას და სიმდიდრეს შეყურებენ. შეიძლება ფიქოლოგიაშიც არის ასეთი კმაყოფილების სინდრომი. ბეჭდური მედია ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის არ იყოს, დიდი ხანია არ წამიკითხავს, თუმცა ინტერნეტი იმის საშუალებას მაძლევს თვალი გადავავლო. ერთი რაც გამიხარდა “არილის” დაბრუნება.

სკოლაში ყველზე მეტად მათემატიკა და რუსული არ მესმოდა. ყოველთვის მიკვირდა რატომ?. ახლა კი უახლოესი ისტორია კიდევ უფრო ამართლებს ჩემს პოზიციას. მათემატიკის გამოცანები ჩვენი ჟურნალისტებს მაგონებს არხიდან არხზე გადახტომის დედუქციით, რუსულის სამიანზე ცოდნა კი საგენტოების და ბეჭვდითი მედის ამბებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG