ავტორი: კაიაფა
იატაკის ქვეშ რომ ვიყავი ზვიადის დროს ერთი ხანობა, და ამოვედი ბოლოს, რავარც იქნა, ორი კვირის დაუბანელი, დაუვარცხნავი, შენ წარმოიდგინე, ჩემო საშა და მაინცა მცნობდნენ ასე დაუბანელს, დაუვარცხნავს, ნაშიმშილებს, ნამწყურვალევს ქუჩაში მდედრიონის ქალები და რო დამესეოდნენ და დამაწიწკნიდნენ წვერებს!..
ჰოდა, ერთ დღესაც, რუსთაველზე, როგორღაც თავდახსნილი, გახარებული რომ გამოვრბოდი კვალში ჩამდგარი მდედრიონელებისგან, – პოეტის უბედურად მოწყობილ ტვინს რა ვუთხარი, თორემ იმ საშინელი წიწკვნისა და ცემა–ტყეპისას რა მელექსებოდა, მაგრამ სწორედ მაშინ მოფიქრებულ ერთ კაი ლექსს ვიმეორებდი, არ დამავიწყდესთქვა,– ასევე დევნილი ნორმან სათაძე არ წამოეწია?! წამომეწია კი არა, შენ წარმოიდგინე, გამისწრო კიდეც, გასწრებულმა სუფთად გადახოტრილი თავი შემოატრიალა და გამეტებით შემომბღავლა, „წვერი გაიპარსე, შე უპატრონო, წვერი!„
დავუჯერე მე იდიოტმა იმ ენაამოსაგლეჯს, მთელი შეგნებული ცხოვრება რომ ვატარებდი, გავიპარსე, და კი, დავისვენე ამ მხრივ თითქოს მართლაც პატარა.
მარა რად გინდა, წარმოიდგინე და ლექსებს ვეღარ ვწერ იმის შემდეგ!
დავიჯერო, იმ წვერში იყო რაღაც, რაც მაწერინებდა?!. მოვუშვი რომელია, ჩემო საშა, ხომ მხედავ რას ვგევარ, გავიტყიურე მთლად სახე–თავი, მარქსს და ენგელსს დავემსგავსე ეს ამხელა კაცი!
საიდან შემხვდა, საიდან წამომეწია, მე იმის! იმ აფერისტს რამე დაეჯერებოდა!? ან მე რას გავრბოდი, ხომ არ მომკლავდნენ ბოლო–ბოლო ის არაქალები! ხომ დაიღლებოდნენ, როცა იქნებოდა!.. კი, ეგრეა, ნაღდად სამსონი და დალილასავით დამემართა, მოდი და ნუ დაუჯერებ ბიბლიას!.. რა ამბობ, კაცო, მაგის მეტს რას ვაკეთებ, რაც მე ეკლესიაში სანთლებს ვანთებ!..მარა, რა ვიცი, იქაც რთული სიტუაციაა, ხომ იცი, ჯიპები, ღიპები...
მოკლედ, დავრჩი ასე, მთლად ასე ხომ არ დავრჩები–თქვა და ხან პროზა ვცადე, ხან კრიტიკა... მარა იმათ სხვანაირი ტვინი უნდა, ხომ იცი, და რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა და ბოლო–ბოლო ბიზნესში ამოვყავი თავი...არა, ამ მხრივ რა უჭირს, საყვედური ნამდვილად არ მეთქმის, გლდანიდან ვაკეში გადავედი, მანქანები, ავეჯები, პაეზდკები საზღვარგარეთ რა სალაპარაკოა, მადლობა ღმერთს, მარა, აი ეს, ლექსებიც რომ ყოფილიყო... კი, შეიძლება შენც მართალი ხარ, ჩემო საშა, მაშინ ამეებს ვინ მომაშავებდა, გოგოებიც დავათხოვე... კიი, აბა, ნიცა–მალიორკაზე გავუშვი ახლა, გავაი და ალპები აღარ გვევასებაო, მარა, რაღაც მაინც ვერ... მოკლედ, ის დრო სჯობდა, ჩემო საშა, ის დრო!..