Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: კლეოპატრა ქარუმიძე

ყველაფერი იწყება მწუხარი სახით-ქვითინით, დაახლოებით ესეთი: როგორ დატოვე შენი შვილები უცბათ პაუზა, ნაზი ქალო რა ქვია ამის ბიჭებს ? ნანი და ნინი უი გოგოები ყოლია და აგრძელებს, ჩემო ნანიკო და ნინიკო ეხლა როგორ უნდა იცხოვროთ თქვე საცოდავებო....
ამ დროს მეორე კოლორიტი კოლიდორში დოინჯ შემორტყმული და დუჟ მომდგარი, სულმოუთქმელად ელოდება ქელეხს სადაც ულევი სპირტია.
დადგა ნანატრი წამი, სადაც კარგად ჩანს, ვის რა აცვია, რომელი მეზობელი რამდენ ლარს აძლევს ჭირისუფალს, სადაც ამდენი ხორცი და სასმელია.
უზარმაზარი დარბაზი ხის სკამებით. დარბაზი რომელიც, ოფლის, სპირტის, ხორცის, ჭუჭყის, თუ კარგად დაუკვირდება ადამიანი მკვდრის სუნით არის გაჟღენთილი.
დისკომფორტის მიუხედავათ ხალხი მაინც ღრეობის ხასიათზეა.
გამოჩნდა პატივცემული თამადაც, რომელთან საუბარიც მომდევნო 5 საათი მხოლოდ ხელის აწევით იქნება შესაძლებელი.
ქელეხში შეიძლება საინტერესო საუბრის მოსმენაც; იმედია არ გაუბოზდება გოგოები, ხო იცი ახალგაზრდა თაობა არაა სანდო. ნახე გოგო აქ მარტო ერთი სახეობის თევზია, საწყალი ცოცხალი რომ იყოს მოეჭრებოდა თავი. ნახე ამ გაჭირვებული გოგოს დედამთილს, რა აცვია, ტრიალებს ალბათ საფლავში.
ამ დროს შესვა თამადამ მე-15 სადღეგრძელო. სადაც მოიხსენია 10 წლის წინ დაღუპული მეზობელი,მეზობლის მული, რომელიც ოჯახის ახლობელია და ვერ მოახერხა მისვლა, ასევე განიხილეს ვის რამდენი პროცენტი უნდა დარჩეს მემკვიდრეობის, დაარიგა ჭკუა, გოგოებს ასწავლა მშობლის გარეშე ცხოვრება, ოჯახს შეფიცა გვერდში დგომა, რაც მეორე დილას ფხიზელზე არც კი ემახსოვრება.
გათავდა ხაშლამა და სასმელიც ამოიწურა, დადგა „ხალხის“ სახლში წასვლის დრო.რისი ქართველები არიან წასვლის წინ თუ არ წაიჩხუბეს მაგიდებით შეიარაღებულებმა და დამატებითი ზარალი არ მიაყენეს ოჯახს.
მიცვალებული და ოჯახი ნამდვილად დაფასებულია, ამდენ ადამიანს შეტკივა მათზე გული.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG