Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს ჰგავდა სარკის მიღმა მოგზაურობას“


მარიამ ნანეიშვილი და ირაკლი კუცია
მარიამ ნანეიშვილი და ირაკლი კუცია

რა იცის ქართულმა საზოგადოებამ აფხაზეთში ომით დაზარალებული აფხაზების თაობაზე? როდის გაჩნდნენ პირველი აფხაზი დევნილები, რა გადახდათ მათ თავს? როგორ გაჰქონდათ თავი და როგორ ჰგავს ომით გამოწვეული დევნილობის გამოცდილება ერთმანეთს ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, ფრონტის რომელ მხარეს აღმოჩნდნენ ისინი. ეთნიკურად აფხაზი ქალის ინტერვიუდან გაიგებთ ამბავს, რომელზეც ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში მაინცდამაიც ხშირად არ ლაპარაკობენ, ამბობენ გადაცემის სტუმრები, რომელთა აზრითაც, სწორედ ამგვარი ადამიანური გამოცდილების ურთიერთგაზიარება შეიძლება აღმოჩნდეს სამომავლოდ ურთიერთობის დალაგების ათვლის წერტილი.

გადაცემის სტუმრები:

ირაკლი კუცია - დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის პროექტის მენეჯერი;

მარიამ ნანეიშვილი - მშვიდობის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი.

გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თვისუფლების თბილისის სტუდიაში.

გადაკვეთის წერტილი
please wait

No media source currently available

0:00 0:25:00 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG