Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია დევნილთა მდგომარეობა საქართველოში


როგორია დევნილთა მდგომარეობა საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:30 0:00

რამდენად მგრძნობიარეა საზოგადოება დევნილების მიმართ - საზოგადოება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. რეზოლუცია ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ეს ამბავი პრობლემისადმი საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებაზე მიუთითებს. როგორია დევნილების მიმართ დამოკიდებულება საქართველოში? ამის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ მოქალაქეებს მიმართა კითხვით, როგორ აფასებენ ისინი დევნილთა მდგომარეობას საქართველოში.

XS
SM
MD
LG