Accessibility links

ვაზიანში გაიხსნა ”ღირსეული პარტნიორი 2017”


”ღირსეული პარტნიორი 2017”

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა მრავალეროვნული სწავლება ”ღირსეული პარტნიორი 2017”-ის გახსნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, აგრეთვე - აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.

საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი. თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან ოთხი ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას.

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

”ღირსეული პარტნიორი 2017”-ის გახსნის ცერემონია საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG