Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

2016 წლის შეფასება კახეთში


სიღნაღი
სიღნაღი

ლარის გაუფასურება, საპარლამენტო არჩევნები, უმუშევრობა და ეკონომიური გაჭირვება - ეს ის თემებია, რომლებიც, კახეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილის თქმით, 2016 წელთან ასოცირდება. განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ თვითმმართველობებში თანამდებობებზე მომუშავე პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

2016 წლის შეფასება კახეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:14 0:00
გადმოწერა

როგორი იყო 2016 წელი და რით იყო გამორჩეული სხვა წლებისგან? - ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად კახეთის მუნიციპალიტეტებში, ქუჩაში, მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ. ბუნებრივია, ეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ არის და მთლიანი რეგიონის მოსახლეობის პოზიციას არ გამოხატავს, თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობენ რადიოგამოკითხვისთვის კახეთში შემთხვევთ შერჩეული ადამიანები.

გამოკითხული მოსახლეობის ნაწილისთვის თუ 2016 წელი არც გამორჩეული ყოფილა, არც სამსახურში დაუწინაურებიათ და ამ ფონზე საკვები გაუძვირდა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ბოკერია თვითმმართველობის მიერ გაწეულ მუშაობას დადებითად აფასებს. ბოკერიას თქმით, წელს ასობით ოჯახს სასმელი წყლის, ბუნებრივი აირისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა მოეხსნა. გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ მხოლოდ ლაგოდეხში 2016 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან და გამგეობის მიერ მოძიებული თანხებიდან 17 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

რატომ ვერ განვითარდა 2016 წელს კახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა? - ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი, სვამს. ბოტკოველი 2016 წელს გაუარესებულ სოციალურ ფონსა და ნეპოტიზმზეც ლაპარაკობს.

2016 წლის შეფასება ჩვენ კახეთის გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილსაც ვთხოვეთ.

2016 წელს კახეთში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდა მესამე სექტორიც. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ მირზიკაშვილი ამბობს, რომ სხვა თემებთან ერთად მათი დაკვირვების ობიექტი იყო მუნიციპალიტეტის გამგეობები და მათი ვებგვერდები.

2016 წელი კახეთში სხვადასხვა სფეროს წამომადგენლებისთვის განსხვავებული იყო. რეგიონის ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი პროცესი, რთველი, სხვა წლებთან შედარებით, მენტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა, თუმცა ფერმერებს ატმის რეალიზაციის დროს ფასთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდათ, ყველაზე მეტი კრიტიკა კი კვლავ პრემიების საკითხზე ისმოდა. კახეთის თვითმმართველობებმა პრემიებზე უარი ვერც 2016-ში თქვეს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG