Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლო „იდენტობის“ სარჩელზე და დაჯარიმებული სახელმწიფო


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ და სხვების“ სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ უმრავლესობის მიერ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მესამე მუხლი ( არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა), მეთოთხმეტე მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) და დაირღვა მეთერთმეტე მუხლი (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) მეთოთხმეტე მუხლთან მიმართებაში. სარჩელი შეეხებოდა 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მომხდარ ინციდენტს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და წლევანდელ 17 მაისთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ „გენდერულ ამბებში“ ისაუბრებენ სტუმრები: ირაკლი ვაჭარაძე, ჟურნალ „17 მაისის“ რედაქტორი, და ნინო ბოლქვაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტი. საუბარს ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

XS
SM
MD
LG