Accessibility links

ქალთა მიმართ ძალადობა ოჯახში და ოჯახის გარეთ


„სტამბოლის კონვენციის“ მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოში გაძლიერდა დაცვის მექანიზმები იმ ქალებისთვის, რომლებიც ძალადობის სამიზნე ხდებიან ოჯახის სივრცის გარეთ. საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ამოქმედებულია და გვაქვს პირველი მაგალითებიც. გაფართოვდა დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების არეალიც და ის აღარ შეეხება მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს. დაისჯება, მაგალითად, ადევნება, სექსუალური შევიწროება თუ გენიტალიების დასახიჩრება. გადაცემაში ვლაპარაკობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს აძლევს დამატებით შესაძლებლობებს დაიცვან საკუთარი ინტერესები, ჯანმრთელობა და სიცოცხლე. გადაცემის სტუმრები არიან: გოგა ხატიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, და გია გოგიბერიძე, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის სამართლებრივი ექსპერტი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG