ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გორელ ჟურნალისტებს შეხვდნენ და პროფესიული დღე მიულოცეს. თავიდანვე თქვეს, საჩუქრების გარეშე მოვედით, იმიტომ რომ ესეც შეიძლება ცუდად შემოგვიტრიალდესო. ურთიერთმილოცვების შემდეგ პრობლემებზე საუბარი გაიმართა. მართალია, გორის საკრებულომ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის სისტემა შემოიღო და გამგეობის შენობაში გადაადგილება დღეს უპრობლემოდაა შესაძლებელი, მაგრამ „ხალხის გაზეთის“ რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს, მიბაძონ პრემიერ-მინისტრს და პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარებაც დაიწყონ.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი ია თინიკაშვილი მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის წესის შემოღებამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა მოაწესრიგა, თუმცა, მისი აზრით, მხოლოდ გამგეობაში გადაადგილების თავისუფლება საკმარისი არ არის და მედიის წარმომადგენლებმაც ყურადღება არ უნდა მოადუნონ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
სამართლიანობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა – ყველაზე ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ეს სიტყვები ისმოდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი ციცო ორჯონიკიძე აცხადებს, რომ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ქართულმა ჟურნალისტიკამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
რეკომენდაციები მედიის წარმომადგეენლებთან გამგებლის მოადგილეს ზაზა ადუაშვილსაც ჰქონდა. მისი აზრით, ქართული ჟურნალისტიკა პროფესიონალიზმის უფრო მაღალ სტანდარტზე უნდა ავიდეს და მედიის წარმომადგენლებმა, პირველ რიგში, ეთიკური ნორმები უნდა დაიცვან.
21 მარტი, ქართული ჟურნალისტიკის დღე, ერთი ვერსიით, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააარსეს. ამ დღის აღნიშვნა ამიერკავკასიაში პირველი გაზეთის - ყოველკვირეული ქართულენოვანი "საქართველოს გაზეთის" - გამოცემას უკავშირდება, რომლის პირველი ნომერი თბილისში ძველი სტილით 1819 წლის 8 მარტს, ანუ ახალი სტილით 21 მარტს, გამოვიდა.