Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯიქი“ - ჩემპიონი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გორში


ქალაქის ცენტრში ელექტროსაათი დადგეს, რომელიც დროს უკან ითვლის, ითვლის დღეებს, საათებს, წუთებს და წამებს. გორის ციხე მწვანე ფერებში გაანათეს. ეს ფერები ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფერებია. საათიც ჩემპიონატის გახსნის მატჩამდე დროს უკან ითვლის. ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩი გორის სტადიონზე 2 ივლისს ჩატარდება და მასში მონაწილეობას საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები მიიღებენ. ევროპის 19 წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატის თასმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობა გორიდან დაიწყო. გორის ციხესთან სპორტის მოყვარულები და ფედერაციის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ, რომლებმაც ნორჩი ფეხბურთელები დაასაჩუქრეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

გადმოწერა

ვეტერანი ფეხბურთელის, ევროპის ჩემპიონატის ელჩის, ზურაბ ხიზანიშვილის აზრით, სწორედ ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე აღმოაჩენენ ხოლმე ძირითადი ნაკრების ფეხბურთელებს და გამონაკლისი არც საქართველოში ჩატარებული ჩემპიონატი იქნება.

გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი პირობას დებს, რომ მნიშვნელოვან საერთაშორისო საფეხბურთო ფორუმს ქალაქი მომზადებული შეხვდება.

გორის ცენტრალური სტადიონი, რომელიც რამდენიმე მატჩს უმასპინძლებს, უკვე დაიხურა. დაგეგმილია ახალი განათებისა და ტაბლოს დამონტაჟება, მოედნის საფარის გაუმჯობესება და სხვა სამუშაოების ჩატარება. სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე ასფალტის დაგებაც დაიწყო. 19 წლამდელ საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები 2-15 ივლისს თბილისსა და გორში გაიმართება. ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის რვა ნაკრები იბრძოლებს. კვირას კი გორში ერთი ჩემპიონი უკვე დაბრუნდა. გორის რაგბის კლუბმა „ჯიქმა“ დიდი ათის საჩემპიონო ფინალში ბათუმის „ბათუმს“ 28-ით 22 სძლია და თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG