Accessibility links

ვენაში გრძელდება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


ჯონ კერი და სერგეი ლავროვი ვენის შეხვედრაზე

ვენაში გრძელდება სირიის კონფლიქტის დასრულების მიზნით შეხვედრა, რომელიც იმართება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მთავარი რეგიონული მოკავშირე, ირანი, პირველად მონაწილეობას ამგვარ შეხვედრაში, დამასკის მეორე მოკავშირე რუსეთთან ერთად. 29 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა ცალ-ცალკე გამართა შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

ჯონ კერი შემდეგ შეხვდა თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG