Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ია მამალაძე


ია მამალაძე არჩევნების გაშუქების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:21:43 0:00
18 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ია მამალაძე, „საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი, რეგიონული მედიის ასოციაციის გამგეობის წევრი, "გურია-ნიუსის" დამფუძნებელი. კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ წევრი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB) და „საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც არჩევნების დღეს ფოტო/ვიდეო გადაღებას ზღუდავს. დადგენილების თანახმად, მხოლოდ კონკრეტულად გამოყოფილი ადგილიდან არის შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ პირი დატოვებს კენჭისყრის ოთახს, ის კარგავს გადაღების უფლებას. ცესკომ ეს დადგენილება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მიიღო და მედიის პროტესტი მაშინვე გამოიწვია. დადგენილება სასამართლოშიც გაასაჩივრეს, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რეგულაციები ოქტომბერში დადგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც ძალაში იქნება. ია მამალაძე იმედოვნებს, რომ შეზღუდვა საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაუქმდება.
please wait

No media source currently available

0:00 0:21:48 0:00
Direct link
XS
SM
MD
LG