17 აგვისტოს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო "ახალგაზრდა ადვოკატების" მთავარი იურისტი ანა კიკნაძე. მან ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დასაშვები ვადის 15 წლამდე გაზრდას. ახლა მოქმედი ვადა 5 წელია.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.