28 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო იურისტი ბაია პატარაია. მან ილაპარაკა სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. როგორც უფლებადამცველები დაზარალებულზე დაყრდნობით ამბობენ, ვაკე-საბურთალოს რაიონულ განყოფილებაში პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ გიორგი ცომაიას. რა ხდება პოლიციის განყოფილებებში? რამდენად ხშირად მიმართავენ უფლებადამცველებს მოქალაქეები პოლიციელების მიერ ძალადობის ფაქტების შესახებ?
-
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.