რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე. მან ილაპარაკა საავიაციო ფორუმზე, რომელიც თბილისში ტარდება და რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას.
-
ნიკო ნერგაძე
ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.